» ჯანქი » მიხეილ სააკაშვილი - ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, მას რატომ არ ასამართლებენ? სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე

მიხეილ სააკაშვილი - ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, მას რატომ არ ასამართლებენ? სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე



მიხეილ სააკაშვილი - ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, მას რატომ არ ასამართლებენ? სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე
სანდრას უამრავი ხარჯია, ბავშვებზე საჩუქრები, საწოლის ყიდვა ერთ-ერთი ბავშვისთვის, ბატუტიანი საწოლი არ გეგონოთ და უამრავი სხვა. სანდრას რატომ არ ასამართლებენ?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე  განაცხადა.

მისივე თქმით, სიამოვნებით იქნებოდა მასთან ერთად საბრალდებო სკამზე.

„ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად ერთ საბრალდებო სკამზე, რადგან ამ ხარჯების მეოთხედი თუ მეხუთედი სანდრასია, ოღონდ ვიდრე სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. სანდრას მეშვეობით ოთხჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რაღაც აქვს გაკეთებული ჯანდაცვისთვის ციხეში, დაწყებული ტუბერკულოზიდან და ა.შ. სანდრა არ არის კორუფციონერი? ერთად ვიყავით გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა და სასწრაფოდ გაუკეთეს ნიუ-იორკ ჰოსპიტალში ოპერაცია. დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა. რატომ არ არის ეს თანხა შეტანილი?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე.

ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი

წყარო: ​საზოგადოებრივი მაუწყებელი​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+