16-წლიანი ლოდინის, ბრძოლისა და ემიგრაციაში გატარებული რთული წლების შემდეგ, პროდიუსერ
რეზიკო არჩვაძისა და მომღერალ თამუნა ამონაშვილის ოჯახში დიდი ზეიმია - წყვილს ტყუპი,
ქალ-ვაჟი შეეძინა. პატარები, სახელად
იონა და მელანია, ქვეყანას 1-ელი სექტემბერს მოევლინნენ, თუმცა მშობლებმა ეს ბედნიერი სიახლე საზოგადოებას მხოლოდ ახლა გაუზიარეს.
ეს არის ისტორია დიდ სიყვარულზე, იმედსა და სასწაულზე, რომელსაც წყვილი წლების განმავლობაში ელოდა. როგორც რეზიკო არჩვაძე ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს, შვილებისთვის ბრძოლის გზა იმდენად რთული და ფინანსურად დატვირთული იყო, რომ ოჯახი უდიდესი გამოწვევების წინაშე იდგა - იყო მომენტი, როდესაც მიზნის მისაღწევად სახლის გაყიდვაზეც კი ფიქრობდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი ღვთის ნებით და ბედნიერი დასასრულით დაგვირგვინდა. პროდიუსერი ემოციურად საუბრობს იმ განცდებზე, რაც მშობლობას ახლავს თან და განვლილ რთულ გზას იხსენებს
- რეზიკო, გილოცავთ, როდის დაიბადნენ პატარები და რატომ არ საუბრობდით ამ სიახლეზე აქამდე?- ბავშვები 1-ელ სექტემბერს დაიბადნენ, უკვე სამი თვისები არიან. უბრალოდ, ამის აფიშირება არ გვინდოდა ჯერ, ასე გადავწყვიტეთ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა ნანატრი შვილების შეძენა. ამდენი წელი სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით, რომ ამისთვის გვებრძოლა და გვემკურნალა. ძალიან ბევრი განვლილი წელი გვაქვს უკან, რომელშიც ჩადებულია დიდი შრომა. ღვთის ნებით მოხდა ყველაფერი, შეიძლება ისე დასრულებულიყო, არც მომხდარიყო.
იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, ხანდახან ვერც ვარჩევ ერთმანეთისგან. ბიჭს ბიბლიური სახელი შევურჩიე - იონა, მაცხოვარიც ახსენებს აღთქმაში და გოგონას - მელანია, ასევე წმინდანის სახელი.კითხვის გაგრძელება
კომენტარები (0)