„დათოს იყენებს მაქსიმალურად და ზურგს უკან აგინებს, ახლა რეკავს, ის გადაიხადეთ, ეს გადაიხადეთო. აღარაფერს გავუკეთებთ, ნუ სპეკულანტობს ბავშვით" - ლაურა ღაჭავამ ალექსანდრა პაიჭაძეზე ყველაფერი დაფარული ილაპარაკა
ფოტომოდელმა ალექსანდრამ 2 დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დათო კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ ბინიდან გააგდო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ზმნა.ჯი" დავით კოდუას დედას, ლაურა ღაჭავას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა:
„ეს ყველაფერი ტყუილია. მსგავსი არ ყოფილა. ეს როგორ იკადრა, ძალიან მაინტერესებს! გავაგდე რას ჰქვია? ეს
სიტყვა როგორ იხმარა.
ჩემი შვილი გადაყოლილი იყო მაგაზე. მთელი ოჯახი ყურადღებას ვიჩენდით და სიმპათიით ვიყავით განწყობილი. რას მაბრალებს ეს გოგო?
დათოს ვუთხარი, ჩემ ბინაში შედით და იყავით, თუ გინდა-მეთქი. იქ იყვნენ. ბოლოს აღარ უნდოდა დათო. დაუწყო ლანძღვა, პირშიც ლანძღავდა ჩემს შვილს. სულ უსიამოვნებები ჰქონდათ. მერე დათოს ვუთხარი, ტყუილად ნერვიულობ; გატაცება ჰქონდა თუ რაც ჰქონდა შენს მიმართ, ეტყობა, გადაუარა, ახლა
უკეთესი ნახა, ალბათ, და თავი დაანებე, ცოლ-ქმარი მაინც არ ხართ-მეთქი. ნელ-ნელა ჩამოშორდა, დათოს გული აუცრუვდა.
გასულ ზაფხულს სამ-ოთხ ადგილას დაასვენა უცხოეთში ეგ, ბავშვი, დედამისი, ბიცოლამისი. იტალიაში, მერე სხვაგან, მერე ანტალიაში... ასე იყენებს მაქსიმალურად და თან ზურგს უკან აგინებს. კარგით, რა... ეს არაფერში არ ზის.
ალექსანდრას ბახტრიონზე აქვს ბინა, რომელიც დათომ გაურემონტა. ავეჯით მოუწყო, ყველაფრით უზრუნველყო. გადავიდეს იქ, თავის ბინაში, რატომ არის ნაქირავებში?
ეს მიყიდე, ის მიყიდე არ შეიძლება, ასე ოჯახი არ შეიქმნება. რომ ამბობს, არ მინდა და ძალით ყიდულობსო, თუ არ უნდა, ძალით ვინ უყიდის სასწაულ ბრილიანტის ბეჭდებს? რა არ აქვს დათოსგან შეძენილი. ამ დროს მეუღლე არც არის. ხელი არ აქვთ მოწერილი.
ახლა რეკავს, ის გადაიხადეთ, ეს გადაიხადეთო. ძიძის ფულიო, ქირის ფულიო... თვითონ გადაიხადოს! ჩვენ ბავშვს არაფერს მოვაკლებთ. და პაიჭაძეს ეყოფა! ჩვენ აღარაფერს გავუკეთებთ. მაგასთან საუბარი აღარ
მიღირს. კარგად იყოს, ნუ სპეკულანტობს ბავშვით", - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.
კომენტარები (0)