ცოტა ხნის წინ, ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ ბინიდან გააგდო. პარალელურად მან დავით კოდუაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესმენმა მისი სიმყუდროვე და უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო. გარდა ამისა, ტოქსიკურ გარემოში აცხოვრა:
„დაფასება არ მაკლდა, უთავბოლო და არასტანდარტული მამაკაცი არ მინდოდა გვერდით.
კაცი, რომელმაც სიმყუდროვე და უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო, მისთვის საოცნებო და მართლა ყველაზე
საყვარელი ქალისთვის და შეცდომა შეცდომაზე დაუშვა, არის სუსტი, არ მინდოდა ასეთი გვერდით, მორჩა.
მინდა, ისევ ვიყო როგორც მინდა, ამას ან მე შევძლებ, ან დამეხმარება ნამდვილი მამაკაცი და პიროვნება, რომელსაც ვირჩევ.
ისეთ ტოქსიკურ გარემოში მაცხოვრა, ოღონდ წამოვსულიყავი და ეს გამოყრაც „ვაპატიე“ დედიკოს. დაე ღმერთმა მიხედოს“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
წყარო:
resonancedaily.com
კომენტარები (0)