» ჯანქი » „სანამ ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, არ­ც ერთ სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ“ - ნოდიკო ტატიშვილმა საპროტესტო დროშა ააფრიალა

„სანამ ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, არ­ც ერთ სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ“ - ნოდიკო ტატიშვილმა საპროტესტო დროშა ააფრიალა



„სანამ ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, არ­ც ერთ სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ“ - ნოდიკო ტატიშვილმა საპროტესტო დროშა ააფრიალა



ნოდიკო ტატიშვილი ამ­ჟა­მად სამ­შობ­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა, რათა ახა­ლი წელს მე­უღ­ლეს­თან და ახალ­და­ბა­დე­ბულ შვილ­თან ერ­თად შეხ­ვდეს. ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ღე­ლავს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­სა და აქტივისტი პა­ტიმ­რე­ბის ბედ­ზე. მისი თქმით, ეს უსა­მარ­თლო­ბა არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, სრულ­ფა­სოვ­ნად შე­იგ­რძნოს პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა:

"მინ­და მო­ვი­კი­თხო სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი. დღე არ გავა, მათ­ზე არ ვი­ფიქ­რო, არ ვი­ნერ­ვი­უ­ლო. იგი­ვე ალ­ბა­თო­ბით შე­იძ­ლე­ბა ჩვენც ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ცი­ხე­ში, ისი­ნი ხომ ისე­თი­ვე უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­გორც ჩვენ. ჩვენც ხომ ვდგა­ვართ აქ­ცი­ებ­ზე. წინა წელს რომ ჩა­მო­ვე­დი, 1-ელ დე­კემ­ბრი­დან 15 თე­ბერ­ვლამ­დე, ალ­ბათ, ორ­ჯერ არ ვყო­ფილ­ვარ, და­ნარ­ჩე­ნი ყო­ველ­დღე ვი­დე­ქი იქ. შე­ეძ­ლოთ მე და­ვე­ჭი­რე და და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ რა­ღაც აბ­სურ­დი, რა­საც ამ ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს აბ­რა­ლე­ბენ. ისი­ნი არი­ან ჩვე­ნი დრო­ის გმი­რე­ბი".

მომ­ღე­რალ­მა ცალ­სა­ხა პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა სა­ხელ­მწი­ფო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ.

"მგო­ნია, რომ არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ მაქვს, გა­დავ­დგა ის ნა­ბი­ჯი და წა­ვი­დე და ვიმ­ღე­რო კონ­ცერ­ტებ­ზე. არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი, მე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ამით ვღა­ლა­ტობ სა­ქარ­თვე­ლოს და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც დღეს პა­ტიმ­რო­ბა­შია. ვიდ­რე ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, არ­ცერთ სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ. რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო კონ­ცერ­ტებს, იქ ვმღე­რი“, - განაცხადა გა­და­ცე­მა "პირ­ველ სტუ­დი­ა­ში“ ტატიშვილმა.

წყარო: ​resonancedaily.com​​​


„ანგელოზები ჯოჯოხეთში არ ცხოვრობენ“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+