» ჯანქი » ტრაგედია ფოთში: გარდაცვლილია 22 წლის ახალგაზრდა - "ავტომანქანა ჯერ ევაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა"

ტრაგედია ფოთში: გარდაცვლილია 22 წლის ახალგაზრდა - "ავტომანქანა ჯერ ევაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა"



ტრაგედია ფოთში: გარდაცვლილია 22 წლის ახალგაზრდა - "ავტომანქანა ჯერ ევაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა"



ფოთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ერთი პირი კი და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ჯერ ევა­კუ­ა­ტორს შე­ე­ჯა­ხა, მოს­რი­ალ­და და შემ­დეგ ტრა­ი­ლერს და­ე­ჯა­ხა.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 22 წლის თომა პა­ჭ­კო­რია ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.



"სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, რო­გორ უნდა შევ­ხე­დოთ მის დე­დას თვა­ლებ­ში, არ ვი­ცით. 22 წლის უკარ­გე­სი შვი­ლი და­კარ­გა. თომა მალე და­ო­ჯა­ხე­ბას აპი­რებ­და, რო­გორც ვიცი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და. უპა­ტი­ოს­ნე­სი, ძა­ლი­ან თბი­ლი ბავ­შვი იყო. ზო­გა­დად, ეგ მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც ავა­რია მოხ­და, სა­ში­ნე­ლი ად­გი­ლია. უამ­რა­ვი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ხდე­ბა მანდ. რა გახ­და ამ გზა­ზე კა­მე­რე­ბის და­ყე­ნე­ბა? რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა ემსხვერ­პლოს ავა­რი­ას" - გვიყ­ვე­ბი­ან ფო­თე­ლე­ბი.

და­შა­ვე­ბუ­ლი პირი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ფო­თის ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.
შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია.

წყარო: ​ambebi.ge​​​

ხვიჩა კვარაცხელიას ჩვენი დახმარება სჭირდება




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+