32 წლის ახალგაზრდა კაცი,
ვალერი მათიაშვილი თანასოფლელებმა გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლით გზაზე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგ მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის წევრები ახალგაზრდას ეძებდნენ, რადგან სახლში არ დაბრუნდა. მოგვიანებით, ადგილობრივებმა გზაზე გარდაცვლილი ნახეს. ცოტა მოშორებით, გზის პირას იყო დაღუპულის ავტომობილი.
- ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია ქალი, რომელიც 32 წლის ვალერი მათიაშვილს მანქანით დაეჯახა და მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის დაკავების შესახებ ინფორმაცია ambebi.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.
ვალერი მათიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ცხოვრობდა დედასთან და ძმასთან ერთად. გლოვაა მის სოფელში და ადგილობრივები ითხოვენ დამნაშავის გამოვლენას და დასჯას.
“ძალიან მძიმე ფაქტია მომხდარი. გარდაცვლილია ვალერი მათიაშვილი, ძალიან კარგი ახალგაზრდა. ადრე დაობლდა, ძმებს მამა გარდაეცვალათ და დედამ ობლობაში გაზარდა. ორივე ძალიან, ძალიან მშრომელები არიან. დედას მხარში ედგნენ. ვალერი მექანიზატორი იყო, ტრაქტორზე მუშაობდა, 32 წლის, უაღრესად კეთილი და პატიოსანი, მლოცველი, მართლმადიდებელი ბიჭი იყო. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეიძლება დადებითი თქვა, ეს შემიძლია გითხრათ მასზე. ყველას უყვარდა სოფელში. ფიზიკურად შრომობდა, ტრაქტორით დადიოდა შეწამვლაზე, მრავალწლიან კულტურებზე, საჭიროებისამებრ ემსახურებოდა მომხმარებელს.
მართლაც ძალიან კარგი ადამიანი აღარ არის. რა მოხდა, ამაზე ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია. სოფელში როგორც საუბრობენ, დილით გავიდა სავარჯიშოდ, ყოველ დილას დარბოდა, ჯანმრთელობის გამო, ფიზიკურად ვარჯიშობდა, რომ ფორმაში ყოფილიყო - ძლიერი ბიჭი იყო, ძალიან მოწესრიგებული ყველანაირად
...წაიკითხეთ სრულად
კომენტარები (0)