» ჯანქი » "არც ქალი ვარ და არც კაცი... ჯერ კიდევ ვცდილობ, შევისწავლო ჩემი გენდერული იდენტობა“ - ნელი აგირბა

"არც ქალი ვარ და არც კაცი... ჯერ კიდევ ვცდილობ, შევისწავლო ჩემი გენდერული იდენტობა“ - ნელი აგირბა



"არც ქალი ვარ და არც კაცი... ჯერ კიდევ ვცდილობ, შევისწავლო ჩემი გენდერული იდენტობა“ - ნელი აგირბა
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გადაცემა „The Talk შოუს“ წამყვანი, ნელი აგირბა ადამიანის თვითგამორკვევის რთულ პერიოდზე საუბრობს.

„ძალიან რთული პერიოდი აქვს ადამიანს თვითგამორკვევის..

ძიების პროცესი მგონი უმეტეს ჩვენგანს გავლილი აქვს, როდესაც არკვევ ვინ ხარ.. გოგო ხარ, ბიჭი ხარ, რას ნიშნავს იყო გოგო, რას ნიშნავს იყო ბიჭი..

მე რომ რაღაც მომენტში გადამეწყვიტა, რომ ვარ ბიჭი და ამას რომ შეხვედროდა საზოგადოება, როგორც ხვდება სხვა ტრანსგენდერებს, ამის წარმოდგენა არ მინდა..
დღეს ჯერ კიდევ ვცდილობ შევისწავლო ჩემი გენდერული იდენტობა..“, - თქვა ნელი აგირბამ.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+