ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. ტელეკომპანია იმედის ეთერში მას წამყვანმა ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს სააკაშვილის შიმშილობაზე და "რა შეიძლება იყოს ფინალი". პასუხად კი პრემიერმა განაცხადა:
"ფინალი არ ვიცი ახლა, ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს... ის კი არა, უფრო მეტიც, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას".
ამის შემდეგ ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანრმთელობის მონიტორინგისთვის კონსილიუმი შექმნეს და მას, როგორც პატიმარს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება აქვს.
საუბრისას ერთ-ერთ წამყვანი აღნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი თავს იზიანებს, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, რასაც ღარიბაშვილი ასე პასუხობს: "დავემხარებით, გადავიყვანთ საჭირო დროს, საჭიროების შემთვევაში, გლდანის საავადმყოფოში"
კომენტარები (0)