» ჯანქი » „ახლა ტაქსიზე ვმუშაობ. იქნებ მოხუცი გამოჩნდეს, რომ ვუპატრონო“ - როგორია პეტრე კოლხის ამერიკული ცხოვრება

„ახლა ტაქსიზე ვმუშაობ. იქნებ მოხუცი გამოჩნდეს, რომ ვუპატრონო“ - როგორია პეტრე კოლხის ამერიკული ცხოვრება



„ახლა ტაქსიზე ვმუშაობ. იქნებ მოხუცი გამოჩნდეს, რომ ვუპატრონო“ - როგორია პეტრე კოლხის ამერიკული ცხოვრება



პეტრე კვარაცხელია, რომელსაც კოლხის ფსევდონიმით ვიცნობთ, ახლა ამერიკაში ცხოვრობს.


მან ვრცელი ინტერვიუ „ზმნასთან“ ჩაწერა, სადაც ამერიკულ ცხოვრებაზე გვიყვება და იქაურ ცხოვრებისეულ სირთულეებს აღწერს.


„ჯერ საკუთარ თავზე ვმუშაობ, რომ ყველა ტიპის შრომა შევძლო. თავის გატანა, უცხო მიწაზე კი არა, საკუთარ ქვეყანაში ჭირს. ახალი ჩამოსული ვარ და ჯერ გადაწყობის პროცესში ვარ… აქ მზად უნდა იყო ნებისმიერი სამსახურისთვის.


მეგობრებს დავავალე, იქნებ მოხუცი გამოჩნდეს, რომ ვუპატრონო. ენაშიც გავიწაფები, მოვლაც მიყვარს და დროც მალე გაივლის…


ბევრ ქართველთან არ მაქვს შეხება, მაგრამ ვისაც შევხვდი, კარგი ადამიანები არიან. ყველამ ურთულესი გზა გაიარა, მაგრამ არავინ ეგუება აქ ყოფნას. მადლობა ყველა მათგანს, ვინც მხარში დამიდგა, შემეხიდა, დახმარების ხელი გამომიწოდა, მანუგეშა, გამამხნევა და გამაძლიერა. რომ არა ეს საუკეთესო ხალხი, უფრო გამიჭირდებოდა აქ დარჩენა.


ახლა ტაქსიზე ვმუშაობ, ებრაელებს დავატარებ… ისეთი საინტერესო პროცესია, მოვიარე ნიუ-იორკის შტატის მთიანი მხარე, ბარი, თითქმის მთელი შტატი… გზად ვუსმენ ლექციებს, პოდკასტებს, ჩემთვის საინტერესო ავტორებს, ჯაზს, როკს, ბლუზს, თავიდან ვეცნობი ამერიკულ რითმს, პოპკულტურას… თან მეღიმება, კერუაკმა ამიყოლია, მთელი ცხოვრება გზას იყო გამოკიდებული, მის მოგზაურობას მიუძღვნა ბიტნიკების „ბიბლია” – „გზაზე”, – ამბობს პეტრე კოლხი.


წყარო: ​fortuna.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+