ფიტნესინსტრუქტორი, კონტენტკრეატორი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში სანათესავოსთან დაკავშირებულ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, ირაკლის ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა, 2 წლის იყო როდესაც მამა გარდაეცვალა, დედასთან ერთად პატარა სახლში ცხოვრობდა, სადაც ელემენტარული პირობებიც კი არ იყო.
მას დახმარების ხელი არც ერთმა ნათესავმა გაუწოდა, პირიქით ერთ-ერთი ოჯახის წევრი ირაკლის თოფით დაემუქრა:
"ეს არის სახლი, სადაც მე და დედაჩემი ვცხოვრობდით დაობლებისა და დაქვრივების შემდეგ.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მამაჩემის საფლავზე ჩავედი სოფელ ქვედა ჩხოროწყუში. იქ რამდენიმე ადამიანი მოვიდა თხოვნით – იქნებ შეურიგდე, აპატიო შენებს და ახალი ფურცლიდან დაიწყო ყველაფერიო.
იმ მომენტში არ მომეცა საშუალება ვრცლად მეპასუხა, ამიტომ ამ პოსტით გპასუხობთ:
რას ვერ ვპატიობ ჩემს “სანათესაოს”?
როდესაც მამა გარდაიცვალა, 2 წლის ვიყავი. ფაქტობრივად, მე და დედაჩემი ერთად გავიზარდეთ. მამის სიკვდილს დაემთხვა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილება, რის შედეგადაც ჰაერში დავრჩით — ტანსაცმელიც კი ის გვეცვა, რითაც იქედან გამოგვყარეს.
ასეთ გაჭირვებაში მყოფ დედა-შვილს არავინ გამოგვიწოდა ხელი. უკიდურეს სიღატაკეში მოგვიწია ცხოვრება. დედაჩემს ასე უთხრეს:
– ახალგაზრდა ქალი ხარ, ადექი, გათხოვდი, პატრონი ნახე, იმან დაეხმაროს შენს შვილს და შენო. ჩვენ არაფრის მოცემას არ ვაპირებთო!
მამის გასვენებიდან შემოსული ფულით დედამ ჩხოროწყუში პატარა მიწის ნაკვეთი იყიდა – “მამის საფლავთან ახლოს იქნება ჩემი შვილიო,”
მაგრამ ჩემი “ნათესავები” ისე იქცეოდნენ ჩვენს მიმართ, რომ იქ დარჩენა შეუძლებელი გახდა.
გვშიოდა, გვციოდა, თავზე გვაწვიმდა, და არც ერთს პური არ მოუტეხავს, დახმარების ხელი არ გამოუწვდია. ისე გვექცეოდნენ, თითქოს დედაჩემმა აფხაზეთიდან ჩამომიყვანა და ჟვანია არ ვიყავი.
ყველაზე შოკისმომგვრელი ის იყო, რომ როდესაც მიწის გაყიდვა გადავწყვიტეთ, იმ მიწის რომელიც ჩვენით ვიყიდეთ მამაჩემის ერთ-ერთი ნათესავი თოფით გამოგვიხტა –
– შენ თუ ყიდი, სხვამ რატომ უნდა იყიდოს?! მე უნდა წაგართვაო! უპატრონო ხარ მაინც! და თუ ბევრს ილაპარაკებ, მამაშენის გვერდით დაგმარხავო! – ეს სიტყვები მამაჩემის სისხლსა და ხორცს ეკუთვნის.
ამ ქოხში, სადაც ვცხოვრობდით, სახურავი წყალს ვერ აკავებდა და მთელი ზამთარი სველ საბანში გვიწევდა ძილი.
არც ერთი ნათესავი არ გამოჩნდა, ვინც ხელს გამოგვიწვდიდა თავზე ხელი არ გადაუსვია არც ერთს სითბო არავისგან მიგრძვნია.
ახლა, როცა ჩემი არაადამიანური შრომით ყველაფერი მაქვს, რაც მინდოდა, როცა ფეხზე მყარად ვდგავარ, გაუჩნდა ხალხს კითხვა – რატომ არ ვპატიობ?
გპასუხობთ:
ღმერთმა გაპატიოთ, მაგრამ მე ვერ გპატიობთ მათ, ვინც ჩემი უბედურების წლებში ადამიანობა ვერ გამოავლინეთ", - დაწერა ირაკლი ჟვანიამ.
წყარო:
resonancedaily.com
კომენტარები (0)