» ჯანქი » „წინა ხელისუფლებისას, ციხეში ოთხჯერ მოუწია კარანტინის გავლა, რაც ნიშნავს არაერთხელ სასტიკად ცემას“

„წინა ხელისუფლებისას, ციხეში ოთხჯერ მოუწია კარანტინის გავლა, რაც ნიშნავს არაერთხელ სასტიკად ცემას“



„წინა ხელისუფლებისას, ციხეში ოთხჯერ მოუწია კარანტინის გავლა, რაც ნიშნავს არაერთხელ სასტიკად ცემას“



ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას ეხმაურება:
,,თუ ცოტას უკან გადავახვევთ, სამწუხაროდ, ლაშა ბასლანძე მართლაც ათვალწუნებული იყო წინა ხელისუფლების პოლიციის ერთ-ერთი უფროსის მიერ, გლდანის ციხეშიც მისი დიდი მონდომებით მოხვდა, ციხის მესვეურებსაც გაზვიადებული ინფორმაცია შეაწოდა და შავ სიაშიც შეატანინა. სამწუხაროდ, ასეც ხდებოდა.

თან ეს ის პერიოდი იყო, როცა დაუნდობელი ბრძოლა გამოცხადდა კრიმინალების მიმართ და შესაბამისად, ლაშა ბასლანძემ ციხის რეჟიმის სიმკაცრე საკუთარ ტყავზე გამოსცადა.

იმედია, არ შემედავებით, რომ კარანტინები საშინელება იყო და მას ოთხჯერ მოუწია ამის გავლა, რაც ნიშნავს არაერთხელ სასტიკად ცემას და საშინელ ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც ერთდროულად, რბილად რომ ვთქვათ ეს ყველაფერი. 
 
გირაოთი გამოუშვეს პირველ ჯერზე, მერე ისევ შეაბრუნეს, მერე ისევ გამოუშვეს და ისევ შეაბრუნეს, მოკლედ, ძალიან არ მოსდიოდათ თვალში და არც ლაშას ამოსდიოდა მათზე მზე და მთვარე, ცხადია.

საერთოდ არ ვიცნობდი ლაშას, ვინც მასზე მომიყვა, ჩემი თანამოაზრეა და არა ქოცების და, სხვათა შორის, ეს ამბები გარდაცვალებამდე მომიყვა, როცა ვკითხე, რა იყო, ასე რამ გაამწარა ეს კაცი, რეებს წერს-მეთქი და, ეგრე იყოო – ნათესავებშიც კი ღიად აქვს ნათქვამი, წინა ხელისუფლებაზე არანაირი კარგის გაგონება არ მინდა და არ მელაპარაკოთ, თქვენც მწამებლებად აღგიქვამთო.

ჰოდა, რატო ვწერ ახლა ამდენს: ამ კაცმა, ვისაც ლაშა დიდად არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ მისი ადრინდელი ამბები კარგად იცოდა რამდენიმე დღის წინ მითხრა ამბავი, რომლისთვისაც დიდად არ მიმიქცევია ყურადღება და ახლა შეიძინა მნიშვნელობა, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შემდეგ.
მოკლედ, მომიყვა, როცა ლაშა ციხიდან გამოვიდა, მერეც ვურთიერთობდით ცოტა ხანსო და ერთად როცა ვიყავით, ერთ დღესაც ის ბადრაგი შეხვდა “მოიკაზე”, ვინც კარანტინის დროს ცემდაო – მანქანებს რეცხავდაო. ლაშამ მე კი მითხრაო, მაგრამ არ შეიმჩნია იმასთანო.

იმ მრეცხავს რომ ვაკვირდებოდი, მგონი იცნო ლაშაო, ძაან დაძაბული იყოო. ლაშამ კიდე, 10 ლარი გადაუხადა (მაგ დროს ასე ღირდა) და წამოვიდაო…
ჰოდა, რა ვიცი, თუნდაც იმიტომაა გულდასაწყვეტი მისი გარდაცვალება, რომ იქნებ ბოლოს დაენახა, რომ ბიძინას მიერ ორად გაყოფილი საზოგადოების ორივე მხარეს შეიძლება იდგნენ კეთილი ადამიანები და რომ არ ღირს შვილისტოლა გოგო-ბიჭებს აგინო და თავების გახლეჩით ემუქრებოდე…

წყარო:​newposts.ge​​​




რა ღირს ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა Hermès Birkin, რომელიც საზოგადოებაში განხილვის თემად იქცა

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+