ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში სახუმარო სტატუსს აქვეყნებს.
„ბევრმა არ იცის, რომ ირლანდია, შოტლანდია, ისლანდია და ჰოლანდია სამეგრელოს უკავშირდება.
მაგალითად, ისტორიული ფაქტია, რომ ირლანდია ირა ლანდიამ დააარსა, შოტლანდია კი შოთა ლანდიამ (გასაგებია, რომ თ დამკვიდრდა როგორც ტ).
გავრცელდა ეგ ამბავი და ირა და შოთა რომ გამოჩნდებოდნენ ქუჩაში, ერთმანეთს ეკითხებოდნენ: " ეს ლანდიაა ის ლანდია?"' და პასუხი იყო: "ჰო, ჰო, ლანდია!"
და შეიქმნა ისლანდია და ჰოლანდია.
ამას გარდა, ლაპლანდიის წარმოშობის სათავეში დგანან ლავრენტი და პარმენ ლანდიები, ზელანდიის დაარსებისთვის კი ზეინაბ ლანდია გაისარჯა.
ფრიად საინტერესოა გრენლანდიის ისტორია, რომელიც გრენკო ლანდიამ სხვა ლანდიების ჯინზე დაარსა - სპორტული აღნაგობის, ამტანი კაცი იყო და მისივე დაარსებულ ქვეყანაში, ყინულის ტბებში ბანაობდა ხოლმე. სანამ აღიარებდნენ მის როლს, მანამდე გაიყინა და მერე დიდება სხვამ მიიწერა.
აბა რა“, - წერს ლაშა ბერულავა.
წყარო:
tia.ge
კომენტარები (0)