» ჯანქი » აშშ-ში უკრაინელი გოგოს მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება

აშშ-ში უკრაინელი გოგოს მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება



აშშ-ში უკრაინელი გოგოს მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება



აშშ-ში 23 წლის უკრაინელი ირინა ზარუცკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს სასიკვდილო განაჩენი ემუქრება.

როგორც NBC News-ი წერს, 34 წლის დეკარლოს ბრაუნ უმცროსს ჩრდილოეთ კაროლინის ფედერალურმა სასამართლომ უკვე წაუყენა ბრალდება, რომლის თანახმადაც მამაკაცმა უკრაინელ ქალს დანით  სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდა ამისა, მას ბრალად ედება ძალადობა სარკინიგზო გადამზიდავისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მიმართ, რის შედეგადაც დადგა ადამიანის სიკვდილი.

სასამართლოს ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულთა კოლეგიამ დაადგინა, რომ ბრაუნმა „განზრახ მოკლა“ ირინა ზარუცკაია. ამგვარი ბრალდება, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბრაუნისთვის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების გამოტანას არ გამორიცხავს. 

ადვოკატმა ლორენ ო. ნიუტონმა, რომელიც მსხვერპლის ოჯახს წარმოადგენს, განაცხადა, რომ ისინი კმაყოფილნი არიან ბრალის წარდგენის ფაქტით და ელიან, რომ „ირინასთვის სამართლიანობა სწრაფად აღსრულდება.“

ირინა უკრაინიდან ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, იგი ცხოვრობდა პარტნიორთან ერთად, სწავლობდა ინგლისურ ენას და მუშაობდა ხანდაზმულთა თავშესაფარსა და პიცერიაში.

კამერების ჩანაწერების მიხედვით, ირინა ზარუცკაია მატარებელში  21:46 საათზე ჩაჯდა და დაჯდა თავისუფალ ადგილზე ბრაუნის წინ.გამოძიების მასალებში აღნიშნულია, რომ ბრაუნმა ჯიბიდან ამოიღო დანა და ქალს ზურგიდან სამი დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

წყარო: ​primetime.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+