» ჯანქი » "ნახევრად ნიჭიერი" და არაპროფესიონალი ხალხი გიორგის მონდომებით იქცნენ სუპერ-ვარსკვლავებად! უმადურობაზე გულისამრევი არაფერია" - ჩცდ-ს მსახიობები ლიფონავას დაკავებას ეხმაურებიან

"ნახევრად ნიჭიერი" და არაპროფესიონალი ხალხი გიორგის მონდომებით იქცნენ სუპერ-ვარსკვლავებად! უმადურობაზე გულისამრევი არაფერია" - ჩცდ-ს მსახიობები ლიფონავას დაკავებას ეხმაურებიან



"ნახევრად ნიჭიერი" და არაპროფესიონალი ხალხი გიორგის მონდომებით იქცნენ სუპერ-ვარსკვლავებად! უმადურობაზე გულისამრევი არაფერია" - ჩცდ-ს მსახიობები ლიფონავას დაკავებას ეხმაურებიან



რე­ჟი­სორ­სა და "ფორ­მუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბელ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას 3-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ნინო ენუ­ქი­ძემ მი­ი­ღო.

გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას შსს "გზის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­კეტ­ვას" ედა­ვე­ბო­და. ლი­ფო­ნა­ვა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 24 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს.
ცნო­ბი­ლია, რომ ლი­ფო­ნა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" და კი­დევ რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სო­რია. პირ­ვე­ლი სწო­რედ ჩცდ-ს მსა­ხი­ო­ბე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ მის და­კა­ვე­ბას:

ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა: "მე­სა­მედ რომ და­ი­ჭერ ადა­მი­ანს და კი­დევ რუს­თა­ველ­ზე დგას, არ ეს­მის თქვე­ნი ენა და არ ეში­ნია, რა ვერ მიხ­ვდით".

ქეთი ხუ­ციშ­ვი­ლი: "რამ­დე­ნი­მე წელი ვი­თა­ნამ­შრომ­ლე გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას­თან “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში” და მინ­და ვთქვა რომ გი­ორ­გი არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც შემ­ხვედ­რია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და თა­ვი­სი საქ­მის იშ­ვი­ა­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. ჩემი მხარ­და­ჭე­რა მას".

ნიკა ქავ­თა­რა­ძე: "Giorgi Liponava და მე 20 წლის წინ დავ­მე­გობ­რდით. უამ­რა­ვი რამ გვი­კე­თე­ბია ერ­თად და ცალ-ცალ­კეც.ზოგ­ჯერ ეგ რე­ჟი­სო­რი იყო და მე პრო­დი­უ­სე­რი, ზოგ­ჯერ მე წამ­ყვა­ნი და ეგ რე­ჟი­სო­რი, ან მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი. გიოს აქვს ერთი უნი­კა­ლუ­რი ნიჭი, რამ­ხე­ლა გუნ­დიც უნდა მუ­შა­ობ­დეს გა­და­ღე­ბა­ზე, თუნ­დაც “მა­სოვ­კის” მსა­ხი­ო­ბე­ბის სა­ხე­ლებ­საც კი იმახ­სოვ­რებს და ისე მი­მარ­თავს. სას­წა­უ­ლია მას­თან მუ­შა­ო­ბა. სას­წა­უ­ლია ის შე­დე­გიც, რა­საც ბო­ლო­ში დებს. 2005-იდან და­ვი­წყეთ სე­რი­ა­ლე­ბი, რომ­ლის რე­ჟი­სო­რიც გიო იყო. 2011-დან უკვე ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი. ამ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ლი­ფო­ნა­ვას ხელ­ში გა­ი­ა­რა თით­ქმის ყვე­ლა ცო­ცხალ­მა მსა­ხი­ობ­მა. მათ შო­რის ძა­ლი­ან ცნო­ბილ­მა ვარ­სკვლა­ვებ­მაც.

თუმ­ცა, ახლა იმათ­ზე ვწერ, ვინც მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ით იყო მსა­ხი­ო­ბი, ან სა­მე­გობ­რო­ში თვლიდ­ნენ არ­ტის­ტუ­ლად. მა­გა­რი სცე­ნა­რის, ძა­ლი­ან დიდი ჯგუ­ფის და რაც მთა­ვა­რია, ლი­ფო­ნა­ვას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბით, ეს “ნა­ხევ­რად­ნი­ჭი­ე­რი”, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხალ­ხი, იქცა სუ­პერ-ვარ­სკვლა­ვე­ბად! და რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, მათ­მა დიდ­მა ნა­წილ­მა, მარ­თლა და­ი­ჯე­რა სა­კუ­თა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა წლე­ბია ჭა­მენ, სვა­მენ, მოგ­ზა­უ­რო­ბენ, ეკ­რა­ნე­ბი­დან ჩა­ნან. და ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თა­დერ­თი სა­ბა­ბი არის ის, რომ “იყ­ვნენ”(!!!) ჩცდს მსა­ხი­ო­ბე­ბი! ასე­თე­ბი არი­ან ათო­ბით და ასო­ბით! თვე­ე­ბის წინ, როცა რუს­თა­ველ­ზე #ჩცდ მარ­ში იყო, მაგ მო­მენ­ტში გავ­ბრაზ­დი, როცა იქ ის ხალ­ხი არ მო­ენძრა, ვინც არა­ფე­რია ცხოვ­რე­ბა­ში, გარ­და ჩცდ-ს მსა­ხი­ო­ბი­სა და სულ 50 წე­ლიც რომ გა­ვი­დეს და სულ იაქ­ტი­უ­რონ, მა­გა­თი ინ­ტე­ლექ­ტი და ნიჭი მა­ინც ვე­რა­ფერს მის­ცემს იმა­ზე დიდს, რაც ამ სე­რი­ალ­მა და გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვამ მის­ცა! უმა­დუ­რო­ბა­ზე გუ­ლი­სამ­რე­ვი, იშ­ვი­ა­თი რა­მაა!".

მა­რიშ­კა ჯა­ვა­ხა­ძე: "ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია იმის ყუ­რე­ბა, რაც დღეს ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც მქონ­და მუ­შა­ო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა — ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლით და სი­მარ­თლის­თვის ბრძო­ლით. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ არ­სე­ბო­ბენ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, მჯე­რა — ბო­ლოს სი­მარ­თლე გა­ი­მარ­ჯვებს, სხვა­ნა­ი­რად უბ­რა­ლოდ არ შე­იძ­ლე­ბა!"

წყარო: ​ambebi.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+