პედიატრი, თეო ტაბატაძე გადაცემაში „დიდი შესვენება" სეზონურ ვირუსებზე საუბრობს და მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვი, რომელსაც ვირუსული ინფექცია აქვს, სახლში დატოვონ:
„მოდის ძალიან განათლებული, დახვეწილი, პასუხისმგებლიანი მშობელი და მეუბნება: „გუშინ ბავშვს სიცხე ჰქონდა, მაგრამ ხვალ მინდა, რომ ბაღში გავუშვა.“ სანამ არ ავუხსნი, რომ შეიძლება, ვირუსული ინფექცია, რომელიც ბავშვს გუშინ დაეწყო, 5 დღე გაუგრძელდეს და ამ პერიოდში პატარა გადამდები და სხვა ბავშვებისთვის დამაზიანებელია, ვერ ხვდებიან.
ბავშვს სიცხე რომ აღარ აქვს, მშობლებს ჰგონიათ, რომ ის გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, მინდა, მშობლებს ვუთხრა, თუ თქვენს პატარას ცხელება აღენიშნება და დამწევს ემორჩილება, ეს არ ნიშნავს, რომ ავადობა დასრულდა. მინიმუმ, 72 საათი მაინც სახლში უნდა გვყავდეთ. გარდა იმისა, რომ ის სხვებისთვისაა გადამდები, ეს მისი ორგანიზმისთვისაც აუცილებელია, რადგან ვირუსული ინფექცია მეტი სითხით, მოსვენებით და სახლში ყოფნით იკურნება“,- ამბობს პედიატრი.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)