» ჯანქი » ვინ არის გელა ბარკალაიას რძალი, რომელმაც სასაფლაოზე გამართული ნიშნობის შემდეგ მამამთილისგან უამრავი საჩუქარი მიიღო? (ფოტოები)

ვინ არის გელა ბარკალაიას რძალი, რომელმაც სასაფლაოზე გამართული ნიშნობის შემდეგ მამამთილისგან უამრავი საჩუქარი მიიღო? (ფოტოები)



ვინ არის გელა ბარკალაიას რძალი, რომელმაც სასაფლაოზე გამართული ნიშნობის შემდეგ მამამთილისგან უამრავი საჩუქარი მიიღო? (ფოტოები)



გე­ლა ბარკალაიამ შვი­ლის, მათე ბარ­კა­ლა­იას ნიშ­ნო­ბა მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას - მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში, სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბი­ის საფ­ლავ­ზე აღ­ნიშ­ნა. ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ბევ­რის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად გელა ბარ­კა­ლა­ი­ამ გა­ავ­რცე­ლა, მან მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ეს თემა მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და არ სურს, მას­ზე ტე­ლე­ფო­ნით ისა­უბ­როს.

გელა ბარ­კა­ლა­ი­ას სარ­ძლო, სა­ლო­მე სა­ლა­ყა­ია, მო­დე­ლია. ის აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სხვა­დას­ხვა ბრენ­დებ­თან და მათ ტან­საც­მელს რეკ­ლა­მას უწევს. სა­ლო­მე­სა და მა­თეს წყვი­ლი დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და მათი ნიშ­ნო­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი მოვ­ლე­ნა გახ­და.
ახალ­გაზ­რდა წყვი­ლის­თვის, მათე ბარ­კა­ლა­ი­ა­სა და სა­ლო­მე სა­ლა­ყა­ი­ას­თვის, გელა ბარ­კა­ლა­ი­ას სა­ჩუქ­რე­ბი ჰქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი. მო­მა­ვალ­მა მა­მამ­თილ­მა, რძალს ძვირ­ფა­სი, ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი პი­რა­დად გა­უ­კე­თა. ეს სა­ჩუქ­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბულ სად­გამ­ზე ეწყო და ელე­გან­ტურ ყუ­თებ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

გელა ბარკალაიამ აღნიშნა, რომ მისი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს და­უ­კავ­ში­რა და მო­მა­ვალ რძალს, სა­ლო­მეს, უთხრა: "იმე­დი ხარ ჩემი ხვა­ლინ­დე­ლი დღი­სა“.

ambebi.ge






კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+