ნანუკა ჟორჟოლიანი 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის დაკავებულ წევრებზე - პაატა ბურჭულაძეზე, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძის შესახებ წერს.
- მისი თქმით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც “შევიდნენ all in და ყველაზე მეტად იზარალეს“, ამიტომაც საბოლოო გამარჯვება მთელ ქვეყანასთან ერთად, მათიც იქნება.
“პაატა ბურჭულაძეს შეეძლო დედამიწის ნებისმიერ წერტილში ეცხოვრა ძალიან კარგად. ზის ციხეში 9 წლიანი ბრალით.
მურთაზ ზოდელავა ისეთი წესიერი კაცია, ნაცების დროის პროკურორი ქოცებმაც კი ვერ დაიჭირეს.
ირაკლი ნადირაძეს აქებს პოლიტიკური ოპონენტიც კი.
პაატას არ ვიცნობდი, მაგრამ მისი დაჭერის კადრები საკმარისია რომ მიხვდე, ზუსტად იცოდა რაზე მიდიოდა.
მინდა ამ ხალხმა იცოდეს რომ მე, მოქალაქე ნანუკა ჟორჟოლიანმა, დავინახე მათი თავგანწირვა.
ვხედავთ რომ შევიდნენ all in და ყველაზე მეტად თავად იზარალეს. ყველაზე მეტად გამარჯვება მათ უნდოდათ, რის შემდეგაც მთელ საქართველოს ეყვარებოდათ (აქ ხომ გამარჯვებულებზე ხურდებიან), მაგრამ დამარცხებულად თავს არავინ თვლის და ბოლოს, როცა მაინც ჩვენ მოვიგებთ, ეს მოგება მათიც იქნება,“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)