2025 წლის 24 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ბრალდების მხარემ პირველად დაასახელა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, როგორც ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის სქემაში ერთ-ერთი ძირითადი მოქმედი პირი. დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა ჩვენებისას განაცხადა, რომ ფარცხალაძეს, თავის მხრივ, 2013 წელს მოსკოვში მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ (ასლან უსოიანი) შვილიშვილმა ირაკლი უსოიანმა დაუკვეთა მკვლელობა.
გოგიაშვილმა ამ ინფორმაციის წყაროდ "ოპერატიული ინფორმაცია“ დაასახელა, რის გამოც დაცვის მხარის ადვოკატები ჩვენებას არასარწმუნოდ მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, ეს განცხადება ნათელს ჰფენს კავშირებს პოლიტიკურად გავლენიან პირებს, მსხვილ ბიზნესსა და უმაღლესი რანგის კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის.
მკვლელობის სქემა და მოტივებიდეტექტივის ჩვენების თანახმად, ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მოკლულ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძესთან. დაძაბულობის მიზეზი იყო ბიზნესი, კერძოდ კი "სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტი“. "წყაროს" ცნობით, "ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევანის ძმა კანონიერი ქურდია“ (მერაბ ჯანგველაძე, „სოხუმსკი“). შეკვეთა: ამის შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა „დედ ჰასანის“ შვილიშვილი ირაკლი უსოიანი, რომელმაც ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ხუთი მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. უსოიანის შეკვეთის შემდეგ, შეირჩა "კილერი“ – გელა უძილაური, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი იყო. "კვალის არევის მიზნით“ უძილაური საბერძნეთში გაუშვეს, რათა „ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო“. მკვლელობის შემდეგ უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა. კითხვის გაგრძელება - იხილეთ სრულად
კომენტარები (0)