» ჯანქი » „ატრიალებ 3 წლის წინანდელ მიმოწერებს? მე შენ განახებ, როგორ უნდა ჩემი ოჯახის ლანძღვა“ - ლიკა შენგელიას დედა, ქეთი ასათიანი მიმართვას ავრცელებს

„ატრიალებ 3 წლის წინანდელ მიმოწერებს? მე შენ განახებ, როგორ უნდა ჩემი ოჯახის ლანძღვა“ - ლიკა შენგელიას დედა, ქეთი ასათიანი მიმართვას ავრცელებს



„ატრიალებ 3 წლის წინანდელ მიმოწერებს? მე შენ განახებ, როგორ უნდა ჩემი ოჯახის ლანძღვა“ - ლიკა შენგელიას დედა, ქეთი ასათიანი მიმართვას ავრცელებს



სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერის მცირე მონაკვეთი იხილა. ტელეწამყვანმა მისი მეუღლის, ვახო ნიკოლაიშვილისა და ყოფილი მოდელის, ლიკა შენგელიას სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა. მისი ეს გადაწყვეტილება კი, როგორც თავად განმარტა, ლიკა შენგელიას მხრიდან დაუსრულებელი ცილისწამებისა და შანტაჟის შესაჩერებლად გააკეთა. ასევე, როგორც სალომე გოგიაშვილი განმარტავს, ის ამ ჩანაწერით შენგელიას ამხელს ტყუილში და სურს, რომ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი აღარ გაგრძელდეს, რადგან მას საჩივარი პოლიციაში უკვე შეტანილი აქვს და ელოდება რეაგირებას. 
სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს ნახავთ აქ

ამჯერად ამ თემის შესახებ ლიკა შენგელიას დედა, ქეთი ასათიანი წერს. ქეთი ასათიანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მის გვერდს, სახელწოდებით "იისფერი ქეთი ასათიანი სამყარო", 34 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. 
shengelia_lika
ლიკა შენგელიას დედა, ქეთი ასათიანი მომხდარს "დაგეგმილ ცირკს" უწოდებს და სალომე გოგიაშვილს ცილისმწამებლად მოიხსენიებს. 
lika_shengelia

წყარო: ​marao.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+