"რა ცნობისმოყვარეები ხართ - "პური და სანახაობა" გინდათ. თქვი რამე ამ კონფლიქტთან დაკავშირებითო, მეუბნებით, ერთს ვიტყვი - ორივე ქალი ჩემთვის არის გმირი. იცით, რატომ? ერთმა 5, მეორემ - 4 შვილი აჩუქა სამშობლოს და ამით გააძლიერა საქართველოს დემოგრაფია, რომელიც ძალიან ცუდ დღეშია. აბა, მე ვარ ქალი?!" - ამბობს ია ფარულავა ვიდეოში, რომელიც ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი ამბის, სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შესახებ ჩაწერა.
ყოფილი მოდელს, ლიკა შენგელიასა და ტელეწამყვან სალომე გოგიშვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ ბოლო ორი დღეა, ქართული მედია აქტიურად წერს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილებისა თუ ვიდეოების მეშვეობით, მათ ამ კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრეს და ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილი ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი.
კომენტარები (0)