მოქალაქე გიორგი გოგეშვილი სოციალურ ქსელში პაკისტანელ კურიერებთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს ავრცელებს:"წვდიმდა.
გლოვოთი გამოვიძახეთ ქართული ღვინო.
შეკვეთა მოიტანა ორმა პაკისტანელმა.
ღვინის ბოთლები რომ მომაწოდა, ტიპს შევხედე და წვეთავდა.
- საწვიმარი არ გაქვს, მეთქი?
- არა, მაგრამ არაუშავს, არ მცივაო. (უცნაური ინგლისურით მიპასუხა)
გამოვუტანე ჩემი წყალგაუმტარი თერმო ქურთუკი,
ჯერ პირდაპირ მის სველ ჟაკეტზე ჩაცმა დაიწყო.
- ეგ გაიხადე და ისე ჩაიცვი - მეთქი.
გაიხადა და შიგნით მაისურიც გასაწური ეცვა.
გამოვუტანე მაისური.
ახლა ამ მაისურის გადაცმა დაიწყო სველზე.
მერე ისიც გაიხადა, მშრალი მაისური ჩაიცვა და წყალგაუმტარი ქურთუკი მოიცვა.
მის გვერდით იდგა მეორე პაკისტანელი,
იგივენაირი გაჟღენთილი ჟაკეტით და ცელოფანში გახვეული მობილური ტელეფონით (ეშინოდა, არ დასველებოდა ის ერთადერთი მოწყობილობა, რომლითაც 2 კაპიკს გამოიმუშავებდა თავისი ოჯახიდან რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით)
ვკითხე:
- შენი წყალგაუმტარია - მეთქი?
- კი, კი, მე არ მცივაო.
ხელი მოვკიდე და წურწურით გაუვიდა წყალი.
იმასაც გამოუტანა ანიკამ ლუკას ქურთუკი.
- დიდი მადლობა-ო, მითხრა ქართულად.
- არაფრის, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ- მეთქი.
ამ დროს ის ამერიკელი მეგონა თავი, რომლის კართანაც ახლა ქართველი ემიგრანტი დგას, დორდეშის ჩანთით და იმედით, რომ თვის ბოლოს სახლში 2 კაპიკს გამოაგზავნის.
ვერავინ დავუდგებით საკუთარ თავს თავდებად, რომ ხვალ ხიზნებად და ლტოლვილებად არ ვიქცევით უცხო მიწაზე, მაგრამ სანამ არ ვართ, ერთი მარტივი პრინციპით ვიცხოვროთ: მოვექცეთ სხვებს ისე, როგორც გვინდა, რომ გვექცეოდნენ.
პ.ს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ვიდეოს ვაზიარებ ის არის, რომ არაერთი ვიდეო შემხვედრია, სადაც ჩამოსულ პაკისტანელებს და ბანგლადეშელებს აბულინგენენ, ხან ენის არ ცოდნის და ხან ცუდად მოტანილი შეკვეთის გამო და თან ამ ყველაფერს ფუთავენ პატრიოტიზმად.
თუ ვინმე ავრცელებს სიმახინჯეს და ამით სიმახინჯის მაგალითს აძლევს სხვას, მორალური ვალდებულება გვაქვს, რომ უკეთესი მაგალითი ვიყოთ როგორც ქართველის, ისე ადამიანის.
პატრიოტიზმი არ არის სხვების სიძულვილი.
პატრიოტიზმი ჯერ ადამიანის (როგორც ღვთის მსგავსის) პატივისცემა და შემდეგ საკუთარი ქვეყნის სიყვარულია.
ვსხვედვართ ახლა მე და ანიკა,
ვწრუპავთ ქართულ ღვინოს და ღვინოსაც სხვანაირი, ქართულო გემო აქვს (მიუხედავად იმისა რომ დიდი ალბათობით სუფთა წვენი შეიძლება არც იყოს." - წერს გიორგი გოგეშვილი .
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)