» ჯანქი » „თაღლითია, ფულს ითხოვს, მაგას თუ დავუჯერებთ პანდემიის დროს ყველა უნდა ამოვწყვეტილიყავით...“ - სკანდალი კოსმეტიკის გარშემო: რატომ ემუქრება გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილს სასამართლოში ჩივილით

„თაღლითია, ფულს ითხოვს, მაგას თუ დავუჯერებთ პანდემიის დროს ყველა უნდა ამოვწყვეტილიყავით...“ - სკანდალი კოსმეტიკის გარშემო: რატომ ემუქრება გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილს სასამართლოში ჩივილით



„თაღლითია, ფულს ითხოვს, მაგას თუ დავუჯერებთ პანდემიის დროს ყველა უნდა ამოვწყვეტილიყავით...“ - სკანდალი კოსმეტიკის გარშემო: რატომ ემუქრება გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილს სასამართლოში ჩივილით



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე და ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი ხმაურიანი დაპირისპირების ეპიცენტრში მოექცნენ.


გიორგი ფხაკაძის განცხადებით, Nuki Cosmetics-ის სახელით გავრცელდა ცრუ და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, თითქოს მისი განცხადებები პროდუქტის FDA-ს სტატუსზე არასწორი იყო.


პროფესორი ამბობს, რომ ეს წარმოადგენს დეზინფორმაციას, რაც პირდაპირ აზიანებს მის რეპუტაციას. ფხაკაძე ფეისბუკგვერდზე ავრცელებს მიმართვას, რომელსაც ურთავს სქრინებს, რომელშიც მისი პიროვნება მოხსენიებულია როგორც თაღლითი.


ფხაკაძე ოფიციალურად მოითხოვს ცრუ ინფორმაციის წაშლას, საჯარო ბოდიშის მოხდას და დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენას კომპანიის მხრიდან.

„ოფიციალური განცხადება – Nuki Cosmetics

თქვენი ორგანიზაციის სახელით საჯაროდ გავრცელდა ცრუ და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, თითქოს ჩემს მიერ გავრცელებული მონაცემები პროდუქტის FDA-ს სტატუსზე არასწორია.

მივმართავ თქვენს ორგანიზაციას:

1. ეს განცხადება წარმოადგენს დეზინფორმაციას და რეპუტაციის შელახვას – რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (მოქალაქეთა სარჩელი ცილისწამებისა და სამომხმარებლო უფლებების დარღვევის შესახებ).

2. თქვენ კომერციული ორგანიზაციის სახელით აკეთებთ განცხადებებს, რომლებიც საზოგადოებას აძლევს მცდარ წარმოდგენას და ამით არღვევთ საქართველოს სარეკლამო და სამომხმარებლო დაცვის კანონმდებლობას.


3. თქვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არა მხოლოდ არ შეესაბამება რეალობას, არამედ აზიანებს ჩემს პროფესიულ რეპუტაციას.


 მოვითხოვ:

• დაუყოვნებლივ წაშალოთ ცრუ ინფორმაცია,

• საჯაროდ მოიხადოთ ბოდიში ოფიციალური გვერდიდან,

• წარმოადგინოთ დოკუმენტურად დამტკიცებული ოფიციალური დასტური იმ განცხადებების შესახებ, რომლებსაც ავრცელებთ.

თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, სასამართლოს გზით დავიწყებ შესაბამის სამართლებრივ პროცესს, მათ შორის:

• რეპუტაციის შელახვისა და ცილისწამების საქმეზე,

• საქართველოს საკანონმდებლო ნორმების დარღვევის საფუძველზე,

• ფინანსური და რეპუტაციული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

რის ოფიციალური გაფრთხილება“, – წერს გიორგი ფხაკაძე და აღნიშნულ პოსტს ურთავს სქრინებს, სადაც Nuki Cosmetics-ის „ინსტაგრამ“ გვერდი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტთან დაკავშირებით წერს:


კერძოდ, Nuki Cosmetics-ი ერთ-ერთ გამომწერის კითხვის პასუხად წერს, რომ გიორგი ფხაკაძე თაღლითია.


„გიორგი ფხაკაძე ფულს ითხოვს და თაღლითია, გადაამოწმეთ ოფიციალურ ჯანდაცვის საიტებზე, ამერიკა FDA ასევე საზღვრებზე რომ გადმოდის პროდუქცია, როგორ ფიქრობთ ასე უშვებენ. მაგას თუ დავუჯერებთ პანდემიის დროს ყველა უნდა ამოვწყვეტილიყავით. მიეცით თანხა და იტყვის კარგია“



წყარო: ​fortuna.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+