» ჯანქი » „იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს, ვაქცინა და მკურნალობა არ არსებობს“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე ახალ ვირუსზე

„იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს, ვაქცინა და მკურნალობა არ არსებობს“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე ახალ ვირუსზე



„იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს, ვაქცინა და მკურნალობა არ არსებობს“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე ახალ ვირუსზე



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჩინეთში დაფიქსირებული ახალი რესპირატორული ვირუსის, HMPV-ის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, HMPV ვირუსი, ჩინეთის გარდა, რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა.

„HMPV ვირუსი უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ქვეყანაში, იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს. ვაქცინა და მკურნალობა არ არსებობს, პანდემია მოსალოდნელი არ არის, ჯერ“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, საერთაშორისო მედიის ცნობით, ვირუსი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ადამიანის მეტაპნევმოვირუსი [HMPV], მიმდინარე ზამთარში ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციებში დაფიქსირდა.

წყარო: ​tia.ge​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+