ლაშა ღლონტი მიიჩნევს, რომ საქართველოში სამუშაო დღე ადრიანად უნდა იწყებოდეს. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ (25 აგვისტოს ნომერი) ესაუბრა:
„ძალიან არ მომწონს, რომ ჩვენ მუშაობას ვიწყებთ ძალიან გვიან, მაგალითად, 11 საათზე. კი არის სამსახურები, რომლებიც 9-10 საათზე იწყება, მაგრამ ძირითადად, უფრო მოგვიანებით. მე თუ მკითხავთ, მუშაობას, საერთოდ, დილის 6 ან 7 საათზე უნდა ვიწყებდეთ და უფრო ადრე ვამთავრებდეთ, როგორც ამერიკასა და ევროპაშია“.
კომენტარები (0)