არალეგიტიმური ხელისუფლება უნდა წავიდეს - ანა ნაცვლიშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეუთო ოდირის საბოლოო დასკვნა ძალია მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა და ამ მიმართულებით ოპოზიცია ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს. შემდეგი ეტაპი არის ის, რომ მოძალადე ხელისუფლება უნდა წავიდეს, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
საღამოს 21:00 საათზე სალომე ზურაბიშილი, რომელიც არის საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური მაღალი თანამდებობის პირი, მიმართავს ქართველ ხალხს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს გზავნილი არა მხოლოდ ამ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო საზოგაოებისთვის. ბევრ სხვა მტკიცებულებასთან ერთად დღეს უკვე საბოლოო მყარი მტკიცებულება გვიჭირავს საერთაშორისო მისიის მიერ შექმნილი, რომელიც ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში არ ჩატარებულა დემოკრატიული არჩევნები, არ შედგა მოძალადე, ძალაუფლების მიმტაცებელი რეჟიმის ლეგიტიმაცია, მას არავინ მიანიჭა ეს ლეგიტიმაცია. ეს უკვე შეუქცევადად დასრულებული, წარმატებული ქართველი ხალხისთვის, პროცესია. შემდეგი ეტაპი არის ის, რომ ალაგეტიმური ხელისუფლება უნდა წავიდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის მოთხოვნას ახალ სამართლიან არჩევნებზე ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო და ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა და ეს არის ის ამოცანა, რომელზეც უნდა გავაგრძელოთ ძალიან ინტენსიურად მუშაობა, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
კომენტარები (0)