» ჯანქი » დიდი ტრაგედია – ყველასათვის ცნობილი ქართველი გარდაიცვალა

დიდი ტრაგედია – ყველასათვის ცნობილი ქართველი გარდაიცვალა



დიდი ტრაგედია – ყველასათვის ცნობილი ქართველი გარდაიცვალა



რადიო 106.4-ის დამფუძნებელი, ზურა ჭელიძე გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურა ჭელიძის მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.

მოქალაქეები „ფეისბუკში“ ზურა ჭელიძესთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებენ და მას ემოციურად ემშვიდობებიან.

„ზური, მადლობა შენ და მოვლენათა სვლას, შენი თანამებრძოლი რომ გამხადეთ! – რადიო ასექვსი, რომელიც შენ შექმენი ბნელეთის გასანათებლად, ნამდვილი ბრძოლა იყო… სწრაფვა მეტი სინათლისკენ. მადლობა ამ წლების მანძილზე გამოჩენილი ზრუნვისთვის… ჰუმანურობის გაკვეთილებისთვის, პროფესიული გამოცდილებისთვის, რომელსაც შენს გვერდით ყოფნის ყოველ წამს ვიღებდი.

მწამს, რომ ეს შენი ბოლო მიწიერი ბრძოლაც სინათლით სრულდება… საიქიო სინათლით… ესაა რომ, შენი საყვარელი ოჯახის, მშობლების და მეგობრების ტკივილით… და ყველაფრის პასუხად ღიმილით შენს სახეზე. ამ ღიმილით გიმახსოვრებ, იცოდე… ზური.
დაგვტოვა ზურა ჭელიძემ.

პანაშვიდები – სამშაბათი, ოთხშაბათი 5 საათიდან – შარტავას 18, პირველი სადარბაზო (ბულაჩაურის ქუჩიდანაც არის შესასვლელი). გამოსვენება ხუთშაბათს 3 საათზე – უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის მოპირდაპირედ მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან“, – წერს დავით ჟორჟოლაძე „ფეისბუკში“.



იხილეთ: მძიმე ინფორმაცია "ტოტენჰემთან" თამაშის წინ - "პსჟ-ს" სუპერ თასის შეხვედრაში გუნდის ლიდერი დააკლდება 


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+