„ბაბუა გავხდიიი! დაიბადა აიკო მანჯავიძე! ამ ყველასთვის ულამაზეს დღეს, ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ჩემს გაბაბუებას", - წერდა ცოტა ხნის წინ მომღერალი ზურა მანჯავიძე სოციალურ ქსელში.
ამ დიდი სიხარულისა დ ახალი ამპლუის შესახებ ზურა მანჯავიძე fortuna.ge-ს ესაუბრა:
„9 წელია, რაც ჩემმა გიორგიმ ქეთა მოიყვანა ცოლად. მას მერე ველოდებოდით შვილიშვილს. დადგა ეს სანეტარო დრო და გამაბაბუეს. მგონი, აქამდე მერიდებოდნენ. სიხარულის მეტი უკეთესი სიტყვა არ მეგულება, აღმაფრენა. ენით აღუწერელი განცდაა.
საერთოდ განსხვავებულია. ბაბუობისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი და ფსიქიატრიულადაც, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ემოციებია. სრულყოფილ ადამიანად ვიგრძენი თავი.
განსხვავებული სახელი უნდოდათ, აიკო კი ნიშნავს „სიყვარულის ნაყოფს“. აიკო მანჯავიძე პირველი და ერთადერთია", - ამბობს ზურა მანჯავიძე.
რა თანხას მიიღებს დვალიშვილი ო'მალისთან გამარჯვების შემთხვევაში
კომენტარები (0)