» ჯანქი » ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე საგანში უმაღლესი ქულები მიიღეს

ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე საგანში უმაღლესი ქულები მიიღეს



ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე საგანში უმაღლესი ქულები მიიღეს



დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. აბიტურიენტებმა რამდენიმე ძირითად საგანში თავიანთი ქულები უკვე გაიგეს.

2025 წლის ორ წარმატებულ აბიტურიენტს გაგაცნობთ, რომლებმაც სამივე საგანში მაქსიმალური ქულების მიღება შეძლეს:

ლიზი ჯობავა 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აბიტურიენტია. მან სკოლა "ქართული სასწავლებელი" დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე აპირებს. ლიზიმ სამივე საგანში მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა - ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60 ქულა, გერმანულ ენაში 70-დან 70 ქულა, მათემატიკაში კი 51-დან 51 ქულის მიღება შეძლო.


ლიზი ამბობს, რომ მაქსიმალური შედეგის მიღწევა მრავალწლიანი შრომითა და მონდომებით შეძლო. მან სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა და ახლა რამდენიმე რჩევას მომავალ აბიტურიენტებს უზიარებს:

- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. ისინი დიდ მოტივაციას მაძლევდნენ. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე.

კითხვის გაგრძელება 


კვარაცხელიას თანაგუნდელს და "პსჟ-ს" ერთ-ერთ ლიდერს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება! - საფრანგეთში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+