» ჯანქი » „მარჯვენა ჩამომაჭერი...ყოველთვის იქნები ჩემი ბავშვობის მარგალიტი“ - ქართველი მეზღვაური მოულოდნელად გარდაიცვალა

„მარჯვენა ჩამომაჭერი...ყოველთვის იქნები ჩემი ბავშვობის მარგალიტი“ - ქართველი მეზღვაური მოულოდნელად გარდაიცვალა



„მარჯვენა ჩამომაჭერი...ყოველთვის იქნები ჩემი ბავშვობის მარგალიტი“ - ქართველი მეზღვაური მოულოდნელად გარდაიცვალა



სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. მოულოდნელად გარდაიცვალა მეზღვაური, აჩი უსტიაშვილი.


მას მეგობრები და ნათესავები ემოციური ტექსტებით ემშვიდობებიან.


„ჩემო კეთილო მერხის მეგობარო, ძმაო, მეზობელო, არ ვიცი რა ვთქვა. არ მჯერა, ვერ ვიჯერებ ასეთ საშინელ ამბავს. გული მტკივა.


ბავშვობიდან ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვიყავით ვიცოდით ერთმანეთის საიდუმლო…


მეორე კლასელი ხარ ვინც ასე ნაადრევად დაგვტოვა.


ერთი ის კი ვიცი რომ ჩემი მამიდაშვილივით, რომელიც შენც იცნობდი, შენც ჩემს გულში მუდამ ცოცხალი ხარ იქნები და არასდროს დამავიწყდება ის მოკლე მოგონებები რაც გვაკავშირებს.


ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული ძმაო. მომენატრები“.


„მარჯვენა ჩამომაჭერი ძმაო, უფალს ებარებოდე, წუთისოფლის შვილები ვართ ძმაო არჩილ, დიდი ტკივილი ხარ….“.


„ჩვენო აჩი დაგვღუპე და გაგვანადგურე შვილო, გაუსაძლისი ტკივილი ხარ. აწე უშენოდ რა უნდა ვქნათ“.


„ყოველთვის იქნები ჩემი ბავშვობის მარგალიტი.


მიყვარხარ და ვწუხვარ, რომ ამის თქმა ბევრჯერ ვერ მოვასწარი.


შეხვედრამდე. შემინახე ადგილი სკოლის მერხზე შენს გვერდით“.


წყარო:  ​fortuna.ge​​​


“კვარა გაოცებული იყო, როდესაც ეს გავაკეთე” – რას ამბობს ჯანლუიჯი დონარუმა კვარაცხელიას შესახებ



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+