» ჯანქი » ტრაგიკულად დაიღუპა „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ჭიათურის ლიგის“ წევრი

ტრაგიკულად დაიღუპა „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ჭიათურის ლიგის“ წევრი



ტრაგიკულად დაიღუპა „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ჭიათურის ლიგის“ წევრი



 „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ჭიათურის ლიგის“ წევრი, ლევან კობიაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.

მოზარდი მძიმე სენს ებრძოდა. 

„ღრმა მწუხარებით გამოვხატავ გულისტკივილს ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლის, ლევან კობიაშვილის გარდაცვალების გამო.
დასანანია, რომ სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა, რომელმაც განსაკუთრებულად დაგვამახსოვრა თავი „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ჭიათურის ლიგის“ იუმორისტულ ღონისძიებებში თავისი ხალასი იუმორით, ლეიკემიასთან ბრძოლაში დამარცხდა და ასე ნაადრევად გამოაკლდა ოჯახს, სკოლას და მთელ ქალაქს.

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ლევანის ოჯახის წევრებს, ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლას, ახლობლებს და მეგობრებს“, - წერს გივი მოდებაძე.

წყარო: primetime.ge


“კვარა გაოცებული იყო, როდესაც ეს გავაკეთე” – რას ამბობს ჯანლუიჯი დონარუმა კვარაცხელიას შესახებ



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+