» ჯანქი » „ქალმა ტირილი დაიწყო და მძღოლმა ისეთი რამ გააკეთა, ვერავინ წარმოვიდგენდით … სანამ ასეთები არსებობენ ქართველები არ გადავშენდებით” – რა მოხდა ჭიათურის ავტობუსში?

„ქალმა ტირილი დაიწყო და მძღოლმა ისეთი რამ გააკეთა, ვერავინ წარმოვიდგენდით … სანამ ასეთები არსებობენ ქართველები არ გადავშენდებით” – რა მოხდა ჭიათურის ავტობუსში?



„ქალმა ტირილი დაიწყო და მძღოლმა ისეთი რამ გააკეთა, ვერავინ წარმოვიდგენდით … სანამ ასეთები არსებობენ ქართველები არ გადავშენდებით” – რა მოხდა ჭიათურის ავტობუსში?
თეონა პაპიძე ჭიათურის ავტობუსში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს და საოცარი ამბავის შესახებ ინფორმაციას და ფოტო ავრცელებს:
“დღეს ისეთ ამბავს შევესწარი არ შემეძლო არ გამეზიარებინა. ქალბატონი საუბრობდა ტელეფონით ავტობუსში, ახლობელს უხსნიდა ანალიზებისთვის ფული არ მეყო და უკან ვბრუნდები, ტყუილად ამოვედი,  ხვალ ისევ უნდა ამოვიდეო (ონკოპაციენტი იყო ასე ჩანდა საუბრიდან). ამ ადამიანმა, ავტობუსის მძღოლია უთხრა, თუ არ იუხერხულებთ მე დაგიმატებთ რაც გაკლდებათ მაგ თანხას და დღეს გაიკეთეთ ანალიზებიო. ქალმა ტირილი დაიწყო, სად გნახო მერე როგორ მეგცეო. არ მინდაო მძღოლმა მიუგო და არც ისე ცოტა თანხა აჩუქა.
 
გული სიხარულით ამევსო, ძალიან სასიამოვნოა სიკეთის მომსწრე გახდე. სანამ არსებობენ ამ ადამიანისნაირი კეთილი ადამიანები, ქართველები არ გადავშენდებით. ღმერთმა ამრავლოს თქვენისთანა ხალხი. იცნობდეთ ბაჩო გაბაძე (ფოტოს გადაღება ვთხოვე აფიშირებისთვის არ გამიკეთებიაო წინააღმდეგი იყო, მაგრამ ძალიან ვთხოვე).
ეს მოხდა ჭიათურაში” – წერს თეონა პაპიძე.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+