რუსა მორჩილაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ (21 ივლისის ნომერი) თავისი კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს, ასევე იმ განსაცდელებზე, რომლებიც ბოლო წლებში გამოიარა:
„ბოლო წლებია, სულ რთული პერიოდი დგას ჩემს ცხოვრებაში და აღარ დამთავრდა. სირთულეში ბევრ რამეს ვგულისხმობ, ათასნაირ ფიზიკურ თუ სულიერ განსაცდელს. მათ შორის, სმენის პრობლემა. წარმოიდგინეთ, 8 ოპერაცია გადავიტანე და ახლობლები მეხუმრებიან, შენ, მგონი, ორგანოებით ვაჭრობო (იცინის) პრობლემები იყო, პრობლემები არის, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო. მეგონა, უფრო ძლიერი ვიყავი, მაგრამ არ ვყოფილვარ. 55 წლის ვარ და დამშალა ამდენმა განსაცდელმა, ძლიერი ვერ გამოვდექი. საბედნიეროდ, ახლა არა მიშავს და ცუდზე საუბარი არ მინდა. არ მიყვარს საკუთარ პრობლემებზე საუბარი და ადამიანებისთვის ნეგატივის გაზიარება. მინდა, ყველასთვის ღიმილიანი და პოზიტიური რუსა ვიყო…“
“კვარა გაოცებული იყო, როდესაც ეს გავაკეთე” – რას ამბობს ჯანლუიჯი დონარუმა კვარაცხელიას შესახებ
კომენტარები (0)