» ჯანქი » როგორ დაუწერა ახალი ჰიტი რუსა მორჩილაძემ „ურსას“, რომელმაც ინტერნეტსივრცე უკვე დაიპყრო - „ღამის სამ საათზე შემომივიდა მისი ზარი, სიგიჟე დაგიწერეთო...“

როგორ დაუწერა ახალი ჰიტი რუსა მორჩილაძემ „ურსას“, რომელმაც ინტერნეტსივრცე უკვე დაიპყრო - „ღამის სამ საათზე შემომივიდა მისი ზარი, სიგიჟე დაგიწერეთო...“



როგორ დაუწერა ახალი ჰიტი რუსა მორჩილაძემ „ურსას“, რომელმაც ინტერნეტსივრცე უკვე დაიპყრო - „ღამის სამ საათზე შემომივიდა მისი ზარი, სიგიჟე დაგიწერეთო...“



ანსამბლი „ურსა“ 10 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საკუთარ მრავალრიცხოვან მსმენელს ელოდება. შეიძლება ითქვას, რომ „ურსას“ ახლა ვარსკვლავური პერიოდი აქვს, რადგან მათი სიმღერები უფრო და უფრო დიდ პოპულარობას იხვეჭს. ახლახან ანსამბლის რეპერტუარში გაჩნდა კიდევ ერთი ჰიტი „ერთი გოგო შემიყვარდა“, რომელიც „იმედში“ ტელეპრემიერისთანავე აიტაცა მსმენელმა და უკვე ათ დღეში 300 000-ზე მეტი ნახვა დაუგროვდა.


fortuna.ge-მ სიმღერასთან დაკავშირებით საინტერესო ამბები გაარკვია. როგორც შევიტყვეთ, კომპოზიციის ავტორი ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, რუსა მორჩილაძეა. გიორგი ექსკლუზიურად უყვება fortuna.ge-ს, როგორ შეიქმნა სიმღერა.


„დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, რომ რუსა მორჩილაძეს ჩვენთვის სიმღერა დაეწერა, მაგრამ ზაფხულში, სადღაც ვისვენებდი და უცებ თავში დამარტყა და რეალური ამბიცია გამიჩნდა ამისი (იღიმის). ჩემს დეიდაშვილს, რეზის გამოვართვი ნომერი, რომელმაც მანამდე დაურეკა რუსას და უთხრა, რომ მე ვაპირებდი მასთან დაკავშირებას. დავურეკე რუსას, გავცვალეთ სიყვარული და პატივისცემა. რა თქმა უნდა, ვაქეთ ერთმანეთი. რუსა მორჩილაძე მართლა ლეგენდაა.


 სიტყვები არ მენანება, განსაკუთრებით, მის მიმართ. რეალურად დიდი პატივისცემა და სიყვარული მაქვს… თავადაც მითხრა, რომ ძალიან უხარია, რომ ამდენი კარგი სიმღერა გვაქვს. გამოვთქვი აზრი, რომ კარგი იქნებოდა, რომ მისი სიმღერა გვემღერა მომავალში. არც გამიბედავს მისთვის მეთქვა, სიმღერა დაგვიწერეთ-მეთქი. გადის თვენახევარი… ღამეა, სამი საათი და შემომდის ზარი, ტელეფონზე აწერია რუსა მორჩილაძე (იცინის). ვიფიქრე, რა ვქნა-მეთქი… ეგრევე ვუპასუხე. გიორგი, გამარჯობა, რუსა ვარ… ასე მომესალმა. უცებ მეუბნება, სიგიჟე დავწერე თქვენთვის – ისეთი ხმით მითხრა, რომ მივხვდი, იმ წამს ჰქონდა ამ სიმღერის წერა დასრულებული. ზუსტად ვიცოდი, რომ ასეთ მაგარ რაღაცას მეტყოდა, რადგან ასე გვიან სხვა მიზეზით არ დამირეკავდა. ხვალვე მოდი დილასო. მეორე დღეს რომ დავურეკე, რა თქმა უნდა, ეძინა… (იცინის). დამირეკა სამზე… არ ვიცოდი, რომ ასე მოსდიოდა მუზები… (იღიმის). არსებობს კადრები, როგორ მივედი რეპეტიციაზე პირველად რუსასთან…


წყარო: ​fortuna.ge​​​

გიორგი მიქაუტაძეს შეძენა დიდ გრანდს სურს






კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+