» ჯანქი » „შენ მართლა ღვთის რჩეული ხარ და მე ვარ ყველაზე იღბლიანი ქალი“ - ნუცა ბუზალაძე საქმროს

„შენ მართლა ღვთის რჩეული ხარ და მე ვარ ყველაზე იღბლიანი ქალი“ - ნუცა ბუზალაძე საქმროს



„შენ მართლა ღვთის რჩეული ხარ და მე ვარ ყველაზე იღბლიანი ქალი“ - ნუცა ბუზალაძე საქმროს



ნუცა ბუზალაძე თავის საქმროს, ამერიკელ აგენტ დარენ პრინცს სიფხიზლის მე-17 წლისთავს ულოცავს. როგორც ცნობილია, დარენმა დიდი ხნის წინ თავი დაანება ნარკოტიკულ საშუალებებს და ახლა ამ მხრივ სხვებსაც უწევს კონსულტაციას. 

„ჩემს არაჩვეულებრივ საქმროს ვულოცავ სიფხიზლის მე-17 წლისთავს. შენი ძალა, შენი გული და შენი დაუცხრომელი სურვილი, რომ სხვებს დაეხმარო, შთამაგონებს. შენ არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების ტრანსფორმირება მოახერხე, არამედ, შენი ფონდის საშუალებით, გადაარჩინე და მხარში ამოუდექი იმავე გზაზე სხვა უამრავ ადამიანსაც. შენი ფონდი განაგრძობს ადამიანების განკურნებას და მათთვის იმედის მიცემას.

შენ მართლა ღვთის რჩეული ხარ და მე ვარ ყველაზე იღბლიანი ქალი, რომ ცხოვრების გზაზე შენთან ერთად უნდა ვიარო. მიყვარხარ სიტყვებს მიღმა…“,- წერს ნუცა. 

წყარო: ​primetime.ge/​​​


გიორგი მიქაუტაძემ თავის დას ქორწილში საოცარი საჩუქარი აჩუქა - იხილეთ ვიდეო 

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+