» ჯანქი » "საკუთარი ფეხით ასულა სასწრაფოში, ერთ-ერთი ექიმისგან გავიგეთ ..." - რა დეტალები ხდება ცნობილი ვანო ნა­დი­რა­ძის გარდაცვალების შესახებ

"საკუთარი ფეხით ასულა სასწრაფოში, ერთ-ერთი ექიმისგან გავიგეთ ..." - რა დეტალები ხდება ცნობილი ვანო ნა­დი­რა­ძის გარდაცვალების შესახებ



"საკუთარი ფეხით ასულა სასწრაფოში, ერთ-ერთი ექიმისგან გავიგეთ ..." - რა დეტალები ხდება ცნობილი ვანო ნა­დი­რა­ძის გარდაცვალების შესახებ



"ვე­რა­ფე­რი გიშ­ვე­ლეთ, ვა­ნი­ჩკა, დიდი ბო­დი­ში!!! გე­ძახ­დით, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ იმის­თვის, რომ გვეშ­ვე­ლა შენ­თვის, მაგ­რამ ამა­ოდ! ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბი...“ - ეს პოს­ტი "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" ვანო ნა­დი­რა­ძის უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა და თა­ნა­მებ­რძოლ­მა ლაშა ძა­გა­ნაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვანო ნა­დი­რა­ძე არა­საბ­რძო­ლო ვი­თა­რე­ბა­ში, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ლაშა ძა­გა­ნაშ­ვი­ლი წერს, ვანო პრო­ტა­სივ ია­რის ქუ­ჩა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა - "ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ და მომ­ხე­დეთ“ - მის­წე­რა მან მე­გობ­რებს. შემ­დე­გი მე­სი­ჯით კი სა­კუ­თა­რი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა გა­ა­ზი­ა­რა და და­წე­რა: "სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეთ“. მე­გობ­რებ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად გაგ­ზავ­ნეს აღ­ნიშ­ნულ ლო­კა­ცი­ა­ზე და თა­ვა­დაც სწრა­ფად გა­ე­მარ­თნენ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლის­კენ, თუმ­ცა ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს ვანო უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ.

ნა­დი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, მის­მა მე­გობ­რებ­მა გა­მოთ­ქვეს ეჭვი, რომ ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ვანო ნა­დი­რა­ძე შე­საძ­ლოა მო­ე­წამ­ლათ.

ვანო ნა­დი­რა­ძე მე­ცხრეა "კო­დო­რი-2007“ ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუპ­ნენ. მერ­ვე ყო­ფი­ლი სპეც­რაზ­მე­ლი და ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე იყო შარ­შან თბი­ლის­ში, ბო­ჭორ­მის ქუ­ჩა­ზე Battleground-ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის დროს და­ღუ­პუ­ლი სამი ადა­მი­ა­ნი­დან ერთ-ერთი - 2008 წლის ომის გმი­რი, პოლ­კოვ­ნი­კი იური ლო­მი­ძე. 2017 წელს ვანო ნა­დი­რა­ძემ ინ­ტერ­ვიუ მის­ცა "რუს­თა­ვი-2“-ს. ის მი­იჩ­ნევ­და, რომ შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ "კო­დო­რი 2007“-ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნა­დი­რო­ბი­სას, ანუ 2015 წელს, როცა რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით და­ი­ღუ­პა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო. ის ასე­ვე ამ­ბობ­და, რომ ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გარ­კვე­უ­ლი სა­ეჭ­ვო მოქ­მე­დე­ბე­ბი მის მი­მარ­თაც გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა, უკვე უკ­რა­ი­ნა­ში...
გვე­სა­უბ­რე­ბა ლაშა ძა­გა­ნაშ­ვი­ლი:

 კი­ე­ვის ცენ­ტრში, არის ასე­თი ბარი - "პე­ჩერსკი". იქ ვი­ჯე­ქით 5 თუ 6 კაცი, მათ შო­რის ვა­ნოც, ჩვენ ჩაი დავ­ლი­ეთ, ცხო­ნე­ბულ­მა ვა­ნომ ყავა. კარ­გა ხანს ვი­სა­უბ­რეთ, სამ­ხედ­რო თე­მა­ტი­კა­ზე. ვანო ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო. რომ და­ვი­შა­ლეთ, მე შინ წა­მო­ვე­დი, ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან 19 კი­ლო­მეტრში ვცხოვ­რობ. ჯერ კი­დევ გზა­ში ვი­ყა­ვი, მის­გან შე­ტყო­ბი­ნე­ბა რომ მო­მი­ვი­და, - "ძა­გან, ცუ­დად ვარ, მიშ­ვე­ლეო...". ჩემ­თან ერ­თად კი­დევ ერთი ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი იყო, რო­მელ­მაც რუ­სუ­ლი ძა­ლი­ან კარ­გად იცის. რო­გორც კი ნა­წერს დავ­ხე­დე, პირ­ვე­ლი რაც გა­ვა­კე­თეთ, მა­შინ­ვე სას­წრა­ფო­ში დავ­რე­კეთ. ვა­ნო­საც კი არ გა­და­ვუ­რე­კეთ, რომ დროს არ დაგ­ვე­კარ­გა. მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია, - ამა და ამ ტრა­სა­ზე, სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა­ში ზის სამ­ხედ­რო პირი, რო­მელ­საც გული აწუ­ხებს - მეთ­ქი და მა­შინ­ვე ჩვენც იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გავ­ქან­დით. 12-დან 15 წუთ­ში მი­ვე­დით ად­გილ­ზე და ვხე­დავთ ასეთ კადრს - ვანო ზის სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა­ში. ჯერ ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა ჩა­უ­ტა­რეს, მერე რა­ღაც დე­ნებ­ზე შე­ა­ერ­თეს, ამას გარ­და ათა­სი რამ გა­და­უს­ხეს... გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და ერთ-ერთი ექი­მი და გვი­თხრა, რომ ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნე­თო...

კითხვის გაგრძელება - იხილეთ სრულად სტატია


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+