უკრაინაში დაიღუპა ცნობილი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე. ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ.
“მომენატრები ძია! ძალიან მომენატრები,“ - წერს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
სამხედრო სოციალური პლატფორმის, “ალფა სიხშირის“ ინფორმაციით, ვანო ნადირაძის გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემები იყო. “მძიმე დღე გვაქვს - უკრაინაში დაიღუპა (არასაბრძოლო ვითარებაში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო) ცნობილი ქართველი მებრძოლი და პატრიოტი, ვანო ნადირაძე… დიდება გმირებს,“ - აღნიშნულია პლატფორმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრაგიკული ამბის შესახებ ჰყვება ვანო ნადირაძის თანამებრძოლი და მეგობარი.
“ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვანო ნადირაძე დაიღუპა - ჩვენი თანამებრძოლი და ახლო მეგობარი.
ვანოსგან სადღაც 19 კილომეტრში ვიმყოფებოდით, როდესაც ლოკაცია ჩამიგდო და მომწერა ცუდად ვარო, დახმარება მთხოვა. პირველი რაც გავაკეთეთ, დავურეკე სასწრაფოს ამ ლოკაციაზე რომ მოსულიყო და მაქსიმალური სისწრაფით წამოვედით. მოვედით და სამწუხაროდ ვანო დაღუპული დაგვხვდა.
ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს,“ -
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)