TV პირველი 27 წლის სპორტსმენის, ბექა ონიანის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ვიდეომასალას ავრცელებს. კადრებში ჩანს, ავტომობილების პარკინგზე ბექა ონიანი, რომელიც მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ მიწაზე ეცემა.
ცნობისთვის, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცს სცემეს. ბექა ონიანი თავის ტრავმით კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება ხელოვნურ კომაში.
თბილისში, ახალ სპორტის სასახლესთან ახალგაზრდა კაცს სცემეს - ოჯახი დროულ გამოძიებას ითხოვს
როგორც ონიანის დეიდა ტაბულასთან საუბარში ამბობს ფუტსალის მატჩის დროს, ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოხდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბექა ონიანი ინციდენტში არ მონაწილეობდა, მაგრამ მას თავს დაესხნენ.
ბექა ონიანის დეიდა, სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობასაც ასაჯაროებს, მისი თქმით, ონიანს ივა ტყეშელაშვილი დაესხა თავს.
ოჯახი მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვს. მათი განცხადებით, ივა ტყეშელაშვილის მამა პოლიციელი იყო და შესაძლოა, გამოძიების გაჭიანურება ამასაც უკავშირდებოდეს.
ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ივანე ტყეშელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ მიიღო.
ტყეშელაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით,16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)