ქართველი „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის შვილი, ბუბა-უშბა ონიანი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
რუსული პრესა წერს, რომ „კრიმინალური ავტორიტეტის“ ვაჟი, მამისგან გზას არ გაჰყვა და განსხვავებული გზა აირჩია.
მან განათლება ლონდონის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლაში მიიღო. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა კვლავ დიდ ბრიტანეთში, Cass Business School-ში გააგრძელა.
განათლების მიღების შემდეგ, ბუბა ონიანმა საზღვარგარეთ დარჩენა არ ისურვა და გადაწყვიტა მამასთან ახლოს ყოფილიყო, ამიტომ რუსეთში დაბრუნდა.
მედია წერს, რომ მიუხედავი იმისა, რომ ბუბა ონიანმა პრესტიჟული განათლება მიიღო, მაინც ვერ მოახერხა, რომ მის ცხოვრებაში სამართალდამცავები არ გამოჩენილიყვნენ.
საუბარია 2015 წელს მომხდარ მძიმე ავარიაზე, რომელშიც ბუბა ონიანიც მონაწილეობდა.
ამ ფაქტს არ შეუძლია ხელი, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახის ფინანსები წარმატებით ემართა. მედიის ინფორმაციითვე, ბუბას მამის ყველა ფინანსურ საქმეს უძღვება და ოჯახის ბიზნესს მართავს.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)