Daily Mail-ი თბილისის აეროპორტში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდულად შეტანის მცდელობისთვის დაკავებული ბელა მეი კალის შესახებ მორიგ ხმაურიან სტატიას აქვეყნებს.
ამჯერად ბრიტანული გამოცემა აქცენტს მაგდა პაპიძის საქმეზე აკეთებს. გამოცემის თანახმად, თუ 18 წლის ბრიტანელს სასამართლო ბრალდებულად ცნობს, გოგონა ქალთა სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულებაში მოხვდება, სადაც მაგდა პაპიძესთან ერთად მოუწევს სასჯელის მოხდა.
"18 წლის ბელა მეი კალი ქალთა სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულებაში 35 წლის ორმაგ მკვლელ მაგდა პაპიძესთან ერთად იმყოფება", - წერს Daily Mail.
"პაპიძე ერთადერთი პატიმარია, რომელიც საქართველოში სამუდამო პატიმრობას იხდის. იმავე სასჯელი ემუქრება კალისაც, თუ შავი ზღვის ქვეყანაში 12 კგ კანაფის და სხვა ნივთიერების კონტრაბანდულად შეტანის მცდელობისთვის დამნაშავედ ცნეს. ქართველმა დედამ ქმარი, ომარ ქაფიაშვილი ძილში ჩაქუჩით მოკლა და მათი 5 წლის ვაჟი, თორნიკე დაახრჩო. შემდეგ მან ქაფიაშვილის ცხედარი ბინიდან გაათრია და ახლოს მდებარე მანქანაში მისი მოთავსება სცადა, სანამ საბოლოოდ პოლიციას დაურეკავდა", - წერს გამოცემა.
გამოცემა პაპიძის ჩვენებაზეც წერს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულმა განაცხადა რომ მას 2015 წლის 20 დეკემბრის გამთენიისას სახლში დაბრუნებულს სისხლის გუბე დახვდა. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა საშინელი სურათი ნახეს და პაპიძის ჩვენება მოისმინეს. ის ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი და ვაჟი საჭმლის საყიდლად გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან. თუმცა მალევე გაირკვა, რომ პაპიძემ ქმარ-შვილი მესამე პირის გამო მოკლა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის. ახლა მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, სადაც ექიმები მისი განცხადებების სისწორეს დაადგენენ. კალის ქართველმა ადვოკატმა მისი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა.
დაკავებული გოგონას ოჯახის წევრები შიშობენ, რომ „ვიღაცამ ბელა გამოიყენა.
“ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია და ამ ეტაპზე ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს პასუხები. არ ვიცით, რა ვიფიქროთ. ის უბრალოდ დასასვენებლად მიდიოდა და შემდეგ მისგან არაფერი გვსმენია... ის სვამდა და ცეკვავდა, როგორც ჩვეულებრივი მოზარდები. ვიღაცამ ისარგებლა მისით“, - განაცხადა ბელას 80 წლის ბაბუამ, უილიამმა.
ბელა მეის მამა და მისი ნათესავი უკვე საქართველოში იმყოფებიან.
წყარო:
resonancedaily.com
კომენტარები (0)