სისხლიანი ანგარიშსწორება ღამის კლუბში-18 წლის ალეკო შაკიაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებეულებს ბრალს დღეს წაუყენებენ.
“პირველების“ ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 36 წლის მამაკაცი, წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, მეორე მათგანი კი ასევე “პირველების“ ინფორმაციით, 45 წლის კაცია, რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არაფერი შეატყობინა.
ასევე “პირველების“ ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპრება ბარის კიბეებზე დაიწყო. ალეკო შაკიაშვილმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ერთ-ერთ პირს მხარი გაკრა, კონფლიქტი სწორედ ამის გამო დაიწყო. ახალგაზრდები ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ საპირფარეშოში გადაინაცვლეს, სადაც 18 წლი ბიჭს დანა რამდენჯემე დაარტყეს. შემდეგ კი, კვალის დაფარვის მოტივით, ბარიდან გარე ტერიტორიაზე გაიყვანეს და ძირს დააგდეს.
მოკლული ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ რატის ბარში საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, და მსგავსი ხშირად მომხდარა.
ძალიან გული დამწყდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ხშირად ხდება ხოლმე. დალუქეს ერთი კვირითო, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.ცნობისთვის, სასტიკი მკვლელობა ღამის კლუბში გუშინ, გამთენიას მოხდა. 18 წლის ალეკო შაკიაშვილს ყელი რატის ბარში გამოჭრეს. პოლიციას მოკლული ახალგაზრდა კლუბის გარე ტერიტორიაზე დანით მიყენებული ჭრილობებით დახვდა. ალეკო შაკიაშვილი კიბეებზე ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. დაჭრილი ახალგაზდა სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა.
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)