„ურსას“ სოლისტი, გიორგი ძოწენიძე მამა უკვე მეორედ გახდა – მას და მის მეუღლეს, მია მაჩაბელს დღეს ბიჭი შეეძინათ. ახალშობილს ანდრია დაარქვეს.
ამ შესანიშნავი სიახლის შესახებ მომღერალმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა და მილოცვებს იღებს:
„დაიბადა ჩვენი სიყვარული, ანდრია ძოწენიძე.
მია, ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ!..“
გიორგი და მია რამდენიმე წელია, რაც დაქორწინებულები არიან. წყვილს ჰყავს გოგონა, ანიტა, ახლა კი ვაჟის მშობლები გახდნენ.
წყარო:
elnews.ge
კომენტარები (0)