"როდესაც 400 ევროპარლამენტარი უარყოფითად შეაფასებს შენს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ეს ნიშნავს რომ შენი პოლიტიკური იმიჯი ძალიან დაბალ დონეზეა,“ - ამის შესახებ ბიზნესმენი თემურ ჭყონიამ "
ბიზნესპრესნიუსთან“ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
საუბარია, დოკუმენტზე, რომლითაც ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებისთვის, დემოკრატიული უკუსვლისა და ქვეყნის დეკლარირებული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, კომპანიებსა და გარემოცვას მიზნობრივი სანქციები დაუწესონ. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და რამდენიმე ბიზნესმენიც.
"მე ვფიქრობ, ეს სანქციები საქართველოზე, რომელსაც უდიდესი ისტორია და იმიჯი აქვს, როგორც ქვეყანაზე არ იმოქმედებს. მეორე არის პოლიტიკური იმიჯი - როდესაც 400 ევროპარლამენტარი უარყოფითად შეაფასებს შენს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ეს ნიშნავს რომ შენი პოლიტიკური იმიჯი ძალიან დაბალ დონეზეა (ევროპარლამენტარების შეფასებით). ბუნებრივია, რომ აქ ბიზნესმენების რაღაც ჯგუფიც მოხვდებოდა, ეგრე ხდება მთელ მსოფლიოში. თუმცა, კიდევ ვამბობ, ეს ქვეყნის იმიჯზე კი არ იმოქმედებს, არამედ იმ პოლიტიკოსების და ბიზნესმენების კარიერაზე, ვისაც შეეხო. ეს მათთვის, რა თქმა უნდა, ცუდია.
მე ვფიქრობ ასეთ უარყოფით შეფასებას აბალანსებს არაჩვეულებრივი ქართველი ხალხი, ის პროტესტები, რაც დღეს არის. ამიტომ, ჩვენი იმიჯი სტაბილურად ნარჩუნდება,“- ამბობს თემურ ჭყონია.
კომენტარები (0)