„სამუშაო ადგილები არის, მაგრამ საქართველოში ხალხს არ უნდა მუშაობა“ – თემურ ჭყონია
საყურადღებოა, რომ ინფლაციისა და უმუშევართა რაოდენობის ზრდის ფონზე, ბიზნესოპერატორები კადრების დეფიციტის უჩივიან და პრობლემას ისევ საზოგადოებაში ხედავენ.
ბიზნესმენი, თემურ ჭყონია დასაქმების საკითხებს BM.GE- სთან საუბარში შეეხო, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილების დეფიციტი არ არის, თუმცა აქ ხალხს არ უნდა მუშაობა:
„უმუშევრობა იმიტომ კი არ არის რომ სამუშაო არ არის, ხალხს არ უნდა მუშაობა, დამიჯერეთ საქართველოში ხალხს მუშაობა არ უნდა”, – განაცხადა ჭყონიამ.
დასაქმების პრობლემას სხვა ბიზნესმენებიც ეხმიანებიან. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ საქართველოში ეთაკილებათ იმ საქმის გაკეთება, რასაც მის ფარგლებს გარეთ აკეთებენ.
კადრების დეფიციტს უჩივიან რესტორატორებიც. ბიზნესოპერატორების თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა ახალი რესტორანი ან/და კაფე-ბარი ვერ იხსნება, რადგან შესაბამისი კადრები არ ჰყავს. მათივე თქმით, განსაკუთრებით დეფიციტია მრეცხავისა და მიმტანების პოზიციებზე.
ბიზნესმენები და ფარმაცევტული კომპანიების აცხადებენ, რომ ხალხისგან ხშირად ესმით ხელფასებზე უკმაყოფილება. ისინი თვლიან, რომ ანაზღაურება შრომის პირდაპიპროპორციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მომსახურების ფასის ზრდას გამოიწვევს.
„ჩვენ მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ღირებულია ადამიანი.. მაკდონალდს კარგი საბონუსე სისტემა აქვს, ჩვენი ყველა თანამშრომელი შაბათ-კვირას ქობულეთში მიდის დასასვენებლად“- განაცხადა თემურ ჭყონიამ.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა
წყარო: BM.GE
კომენტარები (0)