» ჯანქი » ხალხი შვებით ამოისუნთქებს! სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება

ხალხი შვებით ამოისუნთქებს! სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება



ხალხი შვებით ამოისუნთქებს! სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება



საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს:

„გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს.

სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის, 2 საათით შემცირდება.
მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს:
თბილისიდან გასვლა – 09:00
ოზურგეთში ჩასვლა – 16:18
ოზურგეთიდან გასვლა – 08:40
თბილისში ჩასვლა – 16:00
ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარი.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ ვებ-გვერდზე: gr.com.ge.
მცირედი ცვლილება თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე:
ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ.
რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადაჯდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს.
რიონი-ქუთაისი 1 მატარებლის მგზავრობის საფასური – 0,50 თეთრი.
დამატებით შეგახსენებთ, რომ gr.com.ge ვებ-გვერდზე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) და თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) მატარებლის ბილეთები“, – ნათქვამია განცხადებაში.



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+