» ჯანქი » ქალმა აიძულა ქმარი, რომ თირკმელი გაეყიდა და მიღებული ფულით საყვარელთან ერთად გაიქცა

ქალმა აიძულა ქმარი, რომ თირკმელი გაეყიდა და მიღებული ფულით საყვარელთან ერთად გაიქცა



ქალმა აიძულა ქმარი, რომ თირკმელი გაეყიდა და მიღებული ფულით საყვარელთან ერთად გაიქცა



ინდოეთში, დასავლეთ ბენგალში მცხოვრებმა ქალმა აიძულა ქმარი, რომ თირკმელი გაეყიდა, თირკმლის გაყიდვით მიღებული ფული მოპარა და  საყვარელთან ერთად გაიქცა.  ამის შესახებ Hindustan Times წერს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამინამ ქმარს მათი ქალიშვილის სწავლისა და მომავლისთვის თირკმელის გაყიდვა სთხოვა. მან მოახერხა ქმრის დათანხმება და ერთი წლის შემდეგ მამაკაცის თირკმელი მილიონ რუპიად გაყიდა. 




როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამინას ფული არა შვილის, არამედ საკუთარი მომავლისთვის სჭირდებოდა. მან ინტერნეტში  გაიცხო მამაკაცი, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა დაამყარა. წყვილმა გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ ამისთვის ფული სჭირდებოდა.
მოტყუებულმა ქმარმა პოლიციას მიმართა და მისი დახმარებით მოღალატე ქალის ახალი სახლი იპოვა, თუმცა ამინამ ყოფილ ქმართან შეხვედრა არ ისურვა. 

წყარო: ​tia.ge​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+