» ჯანქი » კაცმა ცოლს ანდერძად დაუბარა, რომ როდესაც ის გარდაიცვლებოდა მთელი მისი ფული საფლავში ჩაეყოლებინა… აი რა მოიფიქრა ამის მაგივრად ცოლმა ქმრის გარდაცვალების შემდეგ..

კაცმა ცოლს ანდერძად დაუბარა, რომ როდესაც ის გარდაიცვლებოდა მთელი მისი ფული საფლავში ჩაეყოლებინა… აი რა მოიფიქრა ამის მაგივრად ცოლმა ქმრის გარდაცვალების შემდეგ..



კაცმა ცოლს ანდერძად დაუბარა, რომ როდესაც ის გარდაიცვლებოდა მთელი მისი ფული საფლავში ჩაეყოლებინა… აი რა მოიფიქრა ამის მაგივრად ცოლმა ქმრის გარდაცვალების შემდეგ..
ზოგ ადამიანს, მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ასვენებს სიხარბის მღრღნელი განცდა. ერთ ისტორიაში ასეთი ამბავია მოთხრობილი: კაცი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა ბევრი ფული დაეგროვებინა და რადგანაც ასე იქცეოდა, ფიქრობდა, რომ იმსახურებდა, მისი გამომუშავებული თანხა მთლიანად მას შეენახა. ამ მორალის მიხედვით, მან ცოლს სთხოვა, რომ თავისი გარდაცვალების შემდეგ, ფული მასთან ერთად დაემარხა. ცოლიც შეპირდა, რომ ასე მოიქცეოდა.


ერთ დღესაც, კაცი გარდაიცვალა. დაკრძალვისას, ცოლმა მის კუბოში მართლაც ჩადო პატარა ყუთი. ცერემონიის დასრულების შემდეგ, ქალის საუკეთესო მეგობარმა ჩუმად ჰკითხა მას, მართლა ქმართან ერთად დამარხა თუ არა მთლიანი თანხა.


– დიახ, მე მას შევპირდი, რომ ასე მოვიქცეოდი. მე მორწმუნე ქრისტიანი ვარ და ადამიანს ვერ მოვატყუებდი. – თქვა ქვრივმა. – როგორ, ქონება ბოლო კაპიკამდე გარდაცვლილ ქმარს გაატანე? – შეეკითხა გაოცებული მეგობარი. – კი, მე მთლიანი თანხა ჩემს ანგარიშზე გადავრიცხე და მას ჩეკი გავატანე. – უპასუხა ქალმა.

ყურადღება: ფოტო პირობითია

წყარო : inew.ge

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+