» ჯანქი » ჩემი იქ დგომის მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნაწილი ნაწამებია, იმ უსამართლობის გამო ვდგავარ, რაც ჩვენს ქვეყანაშია - ბაჩო ქაჯაია

ჩემი იქ დგომის მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნაწილი ნაწამებია, იმ უსამართლობის გამო ვდგავარ, რაც ჩვენს ქვეყანაშია - ბაჩო ქაჯაია



ჩემი იქ დგომის მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნაწილი ნაწამებია, იმ უსამართლობის გამო ვდგავარ, რაც ჩვენს ქვეყანაშია - ბაჩო ქაჯაია



მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე მოსამართლე ნინო ენუქიძე გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს. 

ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. ბრალდების მტკიცებით, ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

დღევანდელ პროცესზე მსახიობმა თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

"ჩემი გააზრებული პოზიციით ჩემი იქ დგომის მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა, ჩემი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ყველა დაპატიმრებული ადამიანისთვის, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ნაწამები არიან, ზოგ შემთხვევაში - ნაცემები. რადგან ჩემი ქმედება საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ეს გააზრებული მაქვს და ყველა ჩემს ქმედებას საჯარო სივრცეში პასუხისმგებლობით ვეკიდები. არასდროს მახსოვს, ჩემთან მოსულიყოს პოლიციელი და მითითება მოეცეს. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ მას არ დავმორჩილებოდი. მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს", - თქვა ქაჯაიამ. მის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+