"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ტვ პირველის" ეთერიდან საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ევროპული მომავლის მცველებს მოუწოდებს, რომ 25 ნოემბერს 1-დღიანი შვებულება აიღონ და ქვეყნის სადარაჯოზე დადგნენ.
ამასთან, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები გეგმავენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, პროტესტის კერა არა მხოლოდ თბილისში, არამედ გორში, ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმშიც იყოს.
ყველას მინდა ვთხოვო, რომ ორშაბათს გაეთავისუფლეთ სამსახურიდან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვისაც შეგიძლიათ, აიღეთ 1-დღიანი შვებულება და ეს ერთი დღე დავუთმოთ ჩვენ სამშობლოს. კვირას და ორშაბათს არ ვგეგმავთ, რომ მხოლოდ თბილისი იყოს პროტესტის კერა. ძალიან სერიოზული პროტესტის კერა გვინდა იყოს გორში, ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმშიც. ბათუმში ხვალაც არის მსვლელობა 15:00 საათზე. ვართ მაქსიმალურად მობილიზებულები კოორდინაციაში", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
წყარო:
tia.ge
კომენტარები (0)