შს სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ალეკო ელისაშვილი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი
ზურა დათუნაშვილი დააკავეს.
მათი დაკავება სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტთან“ მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, დათუნაშვილს დაკავების მომენტში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასტუმროსთან მობილიზებული იყვნენ პროვოკატორები. ე.წ. ტიტუშკები, თუმცა მათ პროვოკაციას არავინ წამოეგო. ალეკო ელისაშვილი სრულიად მშვიდად გამოვიდა, რა დროსაც მასთან სპეცრაზმის ჯგუფი მივიდა და ძალის გამოყენებით გაათრიეს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ პარტია “მოქალაქეების“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამარ გედევანიშვილმა.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)